მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Galt & Taggart-ი საქართველოში 7%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს

629f103fb3528
შოთა ტყეშელაშვილი
07.06.22 12:57
825
საინვესტიციო ბანკი Galt & Taggart-ი 2022 წელს საქართველოში 7%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს - ამის შესახებ ორგანიზაციის კვლევების დეპარტამენტის უფროსმა, ევა ბოჭორიშვილმა გადაცემა “საქმიანი დილის” ეთერში განაცხადა. მისი განმარტებით, ამჟამად არსებული ეკონომიკური პარამეტრები ქმნის რეალისტურ საფუძველს, რათა წლის ბოლომდე საქართველოს ეკონომიკა 7%-ით გაიზარდოს.

გუშინ ეკონომიკური ზრდის პროგნოზი დააკორექტირა “თიბისი კაპიტალმაც”, რომელიც წელს ქვეყანაში 7.5%-იან ზრდას მოელის. პროგნოზი გააუმჯობესა მსოფლიო ბანკმაც, რომელიც უკრაინის ომის დაწყების დროს საქართველოში ზრდის პროგნოზი 2.5%-მდე შეამცირა, თუმცა ის კვლავ 5.5%-მდე გაზარდა. საქართველოს მთავრობა კი ქვეყანაში 6%-იან ზრდას მოელის.

ევა ბოჭორიშვილის განმარტებით, 2022 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზის განსაზღვრაში მაისის და ივნისის თვეების შედეგებს კრიტიკულად დიდი მნიშვნელობა აქვთ.

“მაისის და ივნისის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რადგანაც მთლიანად ცვლის წლის მაჩვენებლებს. მეორე კვარტლის ზრდა რაც დაიდება ესაა განსმაზღვრელი. 2.6%-იანი ზრდა აპრილში არის საკმაოდ კარგი ზრდა, იქიდან გამომდინარე, რომ შარშან აპრილში 45%-იანი ზრდა იყო. მაისშიც მაღალი საბაზო ეფექტი იქნება, თუმცა წინასწარი მონაცემებით მაისშიც საკმაოდ მაღალი ეკონოიკური ზრდა უნდა დაიდოს. გამოდის, რომ წლის პირველ ნახევარში საკმაოდ მაღალი ზრდა გვექნება. 10.8% რაც არის 4 თვის შედეგი, ესეც საკმაოდ კარგი მაჩვენებელია; რომ შევხედოთ ზრდა ძირითადად განპირობებულია ტრანსპორტით, გადაზიდვები იზრდება და ამაზე აქტიურად იწერება, ასევე მგზავრთნაკადის გადაყვანაც გაზრდილია აეროპორტებში, ეს, რა თქმა უნდა, ტანსპორტის სექტორზე დადებითად აისახება.

ასევე დადებითი ტენდენციაა ტურიზის სფეროში, რესტორნებში, კაფეებში და სხვა ობიექტებში, ასევე დადებითი ტენდენციებია უძრავი ქონების სფეროში, სადაც მზარდია მოთხოვნა. აპრილში კლება იყო მშენებლობის და ვაჭრობის სფეროებში, რაზეც გავლენა იქონია ფასების მატებამ. ასევე დამამუსავებელ მრეწველობაში გვაქვს შემცირება, რაც უკავშირდება სასმელების წარმოების შემცირებას.

ეკონომიკურ ზრდას რასაც ვაკვირდებით, ვფიქრობთ, რომ 7%-ზე მეტიც იქნება წლიური ზრდა, თუმცა ინფლაციური ფაქტორი არის გასათვალისწინებელი. მხოლოდ საქართველოში არაა ასეთი ზრდა და სომხეთშიც მაღალია. სომხეთში ასევე ფაქტორია მიგრანტები. მაგალითად, ჩვენთან რომ აპრილში $132 მილიონი შემოვიდა რუსეთიდან გზავნილების სახით, მათთან ორჯერ მეტი - 230 მილიონი დოლარი. შესაბამისად, გზავნილებთან დაკავშირებით რა ტენდენციებსაც ვხედავთ, გამონაკლისი არ ვართ და სხვა ქვეყნებშიც მოქმედებს,” - აღნიშნავს ევა ბოჭორიშვილი.