მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Galt & Taggart-ის პროგნოზით, წლის ბოლომდე სებ-ი კიდევ $200 მილიონს გაყიდის

5f606e912f7b9
ლიკა გურაბანიძე
15.09.20 11:58
937
"წლის ბოლომდე თუ ეროვნული ბანკის მხრიდან 40-დან 60 მლნ დოლარამდე რეზერვების გაყიდვა გაგრძელდა, ეს გულისხმობს იმას, რომ წლის განმავლობაში დამატებით, ჯამში, დაახლოებით, 200 მლნ დოლარის ინტერვენციას უნდა ველოდოთ", - ამის შესახებ Galt & Taggart-ის კვლევების დეპარტამენტის უფროსმა ევა ბოჭორიშვილმა “საქმიან დილაში” განაცხადა.

ბოჭორიშივლის შეფასებით, ინტერვენციები ბაზარს მნიშვნელოვან დანაკლისს აწვდის და ეს ლარის სტაბილურობას მხარს უჭერს.

“ვიცით, რომ წელს მთავრობის მიერ სესხების აღებით ქვეყანაში $1.5 მლრდ უნდა შემოვიდეს და ეს თანხები ეტაპობრივად ირიცხება. შესაბამისად, აღნიშნული რეზერვების ზრდაში აისახება. წელს როგორც ეროვნულ ბანკს აქვს გაცხადებული, მნიშვნელოვან სავალუტო ინტერვენციებს განახორციელებს, მას ამ ეტაპზე სულ ლარის მხარდასაჭერად, დაახლოებით, 370 მლნ დოლარი აქვს დახარჯული. ძირითად სავალუტო ნაკადებს რომ შევხედოთ, თუ რა დანაკლისიც არის ექსპორტის, ფულადი გზავნილების და ტურიზმიდან მიუღებული შემოსავლებიდან, ვნახავთ, რომ სებ-ი ბაზარს მნიშვნელოვან დანაკლისს აწვდის და ლარის სტაბილურობას მხარს უჭერს. მიუხედავად ინტერვენციებისა კი, რეზერვებში მნიშვნელოვანი ზრდაა", - განმარტავს ბოჭორიშვილი.

ჯამურად, წლის დასაწყისიდან სებ-მა სავალუტო აუქციონებზე 369.7 მლნ აშშ დოლარი გაყიდა. ამასთან, 2020 წლის აგვისტოში ოფიციალური საერთაშორისო რეზერვები წლიურად 6.4%-ით გაიზარდა და რეკორდული მაჩვენებელი - $3.9 მლრდ შეადგინა. Galt & Taggart-ის ინფორმაციით, რეზერვების ზრდა საერთაშორისო დონორების დახმარებების ჩამორიცხვებს უკავშირდება.