14.აპრილი .2021 20:17

Galt & Taggart: რეგიონის ობლიგაციების შემოსავლიანობა დაბალ ნიშნულზე ნარჩუნდება

Galt & Taggart: რეგიონის ობლიგაციების შემოსავლიანობა დაბალ ნიშნულზე ნარჩუნდება
views 190
უკან

„გასულ წელს, პანდემიის დაწყების შემდეგ როდესაც ობლიგაციების შემოსავლიანობა მსოფლიოში ყველგან გაიზარდა, უკვე ზაფხულის თვეებიდან ობლიგაციებზე შემოსავლიანობის შემცირება დაიწყო.“ - ამის შესახებ „საქმიან დილაში“ Galt & Taggart-ის უფროსმა ანალიტიკოსმა ანა ნაჭყებიამ განაცხადა.

როგორც ნაჭყებიამ განმარტა, 2021 წელი განვითარებადი ქვეყნებისთვის საკმაოდ კარგად დაიწყო, თუმცა თებერვლიდან და მარტიდან საინტერესო ძვრები მოხდა

„ამერიკაში ეკონომიკის აღდგენის მოლოდინები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, ანუ ინვესტორებს ამერიკის ეკონომიკასთან დაკავშირებით მომავლის ხედვა გაუუმჯობესდათ, რამაც გამოიწვია ის, რომ ინვესტორები შედარებით ურისკო აქტივებიდან რისკიან აქტივებზე გადავიდნენ და სახაზინო ობლიგაციები გაყიდეს.

თებერვალში დაიწყო და მარტში გაგრძელდა შემოსავლიანობის ზრდა და მარტის ბოლოსთვის ნიშნულმა 1.73% შეადგინა 10 წლიან სახაზინო ობლიგაციებზე. ეს ნიშნავს, რომ ეკონომიკის აღდგენის მოლოდინები გაუმჯობესებულია, თუმცა მეორე მხრივ ნიშნავს, რომ ეს ბევრ ქვეყანას დაფინანსებას გაუძვირებს.

ამ ნეგატიური ეფექტების შესამცირებლად ევროპის ცენტრალურმა ბანკმა მარტში ობლიგაციების შესყიდვის ტემპი გაზარდა, რათა შემოსავლიანობა დაბალ ნიშულზე შეენარჩუნებინა.

მიუხედავად ამ ზრდისა, ჩვენი რეგიონის ობლიგაციების შემოსავლიანობა მაინც დაბალ ნიშნულზე ნარჩუნდება. სომხეთის ახალი გამოშვებული ობლიგაცია დაახლოებით 4%-ში ივაჭრება, რაც საშუალებას გვაძლევს, რომ ვიფიქროთ საქართველოს მოახლოვებული ობლიგაციის რეფინანსირებაც საკმაოდ კარგ განაკვეთში მოხდება.