საინვესტიციო კომპანიის Galt & Taggart კვლევების დეპარტამენტის უფროსის, ევა ბოჭორიშვილის შეფასებით, ეს საკმაოდ ღრმა ვარდნაა, მაშინ, როცა დეკემბერში ეკონომიკის 7,9%-იანი ვარდნა გვქონდა.
"ამ მაჩვენებელზე ძირითადი გავლენა მოახდინა კვლავ ეკონომიკის ჩაკეტვამ და ალბათ გახსოვთ იანვრის პირველი ორი კვირის განმავლობაში კიდევ უფრო იყო ჩაკეტილი ეკონომიკა მთელი რიგი მიმართულებებით. არდადეგები იყო გამოცხადებული და მხოლოდ ძირითადი ბიზნესები ფუნქციონირებდნენ, როგორიცაა ბანკები და ა.შ ამას ჰქონდა ყველაზე მეტი გავლენა ჩვენი შეფასებით"-აცხადებს ევა ბოჭორიშვილი.
რაც შეეხება 2021 წელს ეკონომიკის ზრდის პროგნოზებს, მისი თქმით, ამ პროგნოზებში მთავარი გამოწვევა კვლავ არის პანდემია, რისი გათვალისწინებითაც ორი შესაძლო სცენარის პირობებში პროგნოზირებულია, რომ წელს ეკონომიკა 3,6%-დან 5%-ის ფარგლებში გაიზრდება.
რაც შეეხება 2021 წელს ეკონომიკის ზრდის პროგნოზებს, მისი თქმით, ამ პროგნოზებში მთავარი გამოწვევა კვლავ არის პანდემია, რისი გათვალისწინებითაც ორი შესაძლო სცენარის პირობებში პროგნოზირებულია, რომ წელს ეკონომიკა 3,6%-დან 5%-ის ფარგლებში გაიზრდება.
"გვაქვს ორი სცენარი. ერთი, რომელიც ითვალისწინებს ტურიზმის ეტაპობრივ აღდგენას და მეორე თუ ტურიზმი იმაზე ნაკლები ტემპით აღდგება, ვიდრე ჩვენ გათვალისწინებული გვქონდა. პირველ შემთხვევაში 5%-იან ეკონომიკურ ზრდას ველოდებით, მეორე შემთხვევაში 3,6%-იან ზრდას. აღსანიშნავია, რომ ორივე სცენარში ჩვენ არ ვითვალისწინებთ ეკონომიკის დამატებით ჩაკეტვას. ძალიან მნიშვნელოვანია, რაც დაანონსდა და მოიხსნა ბევრი შეზღუდვა, სწრაფად მოხდეს დანარჩენი შეზღუდვების მოხსნა და ეკონომიკის სრულად ამოქმედება, რაც დაეხმარება ეკონომიკურ ზრდას"-აცხადებს ბოჭორიშვილი.
შეგახსენებთ, 2020 წელს საქართველოში 6.1%-იანი ეკონომიკური ვარდნა იყო, რაც 1994 წლის შემდგომ რეკორდული მაჩვენებელია.