მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„გალტ ენდ თაგარტმა“ „საქართველოს სალიზინგო კომპანიის“ 12 მლნ დოლარის და 3 მლნ ევროს 2-წლიანი ობლიგაციები წარმატებით განათავსა

60ee8b2e18b50
თელარა გელანტია
14.07.21 11:45
761
„გალტ & თაგარტმა“  „საქართველოს სალიზინგო კომპანიის“ 12 მილიონი აშშ დოლარის 2-წლიანი ობლიგაციების წარმატებით გამოშვება და განთავსება კიდევ ერთხელ უზრუნველყო.

როგორც საკონსულტაციო კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საქართველოში ევროში დენომინირებული ობლიგაციების განთავსება - 3 მილიონი ევროს მოცულობით და 2 წლის ვადით პირველად მოხდა. ეს „საქართველოს სალიზინგო კომპანიისთვის“ რიგით მეექვსე და მეშვიდე ემისიებია, რაც პანდემიის პირობებში კომპანიის სტაბილურობაზე, ინვესტორების მხრიდან ნდობის მაღალ ხარისხზე და კომპანიის მიმართ არსებულ დადებით სამომავლო მოლოდინებზე მიუთითებს.

„საქართველოს სალიზინგო კომპანია“ მომხმარებელს კვლავ აძლევს შესაძლებლობას, დააბანდოს თავისუფალი ფულადი სახსრები კომპანიის მიერ გამოშვებულ ობლიგაციებში. დოლარის ობლიგაციების წლიური ფიქსირებული განაკვეთი უპრეცედენტოდ დაბალია და 5.75%-ს შეადგენს, ხოლო საქართველოს კაპიტალის ბაზარზე სადებიუტო ევროს ობლიგაციების საპროცენტო სარგებელმა 4.75% შეადგინა. ორივე ობლიგაციის ვადა 2 წელია და მათი სრულად დაფარვა 2023 წლის 12 ივლისს მოხდება. აღსანიშნავია, რომ ინვესტორთა მოთხოვნამ გადააჭარბა გამოშვებული ქაღალდების მოცულობას. განთავსების აგენტი, როგორც ყველა წინა შემთხვევაში, აქაც „გალტ & თაგარტია“.

„მოხარულები ვართ იმ ფაქტით, რომ “საქართველოს სალიზინგო კომპანიამ“ კიდევ ერთხელ წარმატებით განათავსა ობლიგაციები ადგილობრივ ბაზარზე. ობლიგაციებზე მოთხოვნამ ჩვენს მოლოდინს გადააჭარბა, რაც ძალიან სასიხარულოა, რადგან ეს, რა თქმა უნდა, ჩვენი კომპანიის ძალიან მაღალ სანდოობაზე და „გალტ & თაგარტის“ მაღალ პროფესიონალიზმზე მეტყველებს. გვეამაყება ის ფაქტიც, რომ ჩვენი და „გალტ & თაგარტის“ თანამშრომლობა უკვე წლებია ასე წარმატებულად გრძელდება“ - განაცხადა „საქართველოს სალიზინგო კომპანიის“ გენერალურმა დირექტორმა ელდარ ახვლედიანმა.

„მოხარული ვარ, აღვნიშნო „გალტ & თაგარტის“ როლი „საქართველოს სალიზინგო კომპანიის“ ობლიგაციების წარმატებით განთავსებაში. ეს განთავსება უპრეცედენტოა ერთი მხრივ დოლარის ობლიგაციებზე დაფიქსირებული კუპონის დაბალი განაკვეთის, ხოლო მეორე მხრივ, ევროში დენომინირებული ფასიანი ქაღალდების სადებიუტო ემისიის გამო. ობლიგაციებზე არსებული მაღალი მოთხოვნა მეტყველებს როგორც „საქართველოს სალიზინგო კომპანიის“ სანდოობაზე, ისე ზოგადად საქართველოში მსგავს ტრანზაქციებზე ინვესტორების მხრიდან ნდობის ზრდაზე, რაც ქვეყნის ეკონომიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მინდა მივულოცო „გალტ & თაგარტის“ მთელ გუნდს, რომელიც საკუთარი გამოცდილებისა და პროფესიონალიზმის წყალობით, გახდა საინვესტიციო-საბანკო მომსახურების მიმწოდებელი წამყვანი კომპანია ქვეყანაში“ - აღნიშნა „გალტ & თაგარტის“ მმართველმა დირექტორმა ოთარ შარიქაძემ.