Galt&Taggart-ის ეკონომისტი ლაშა ქავთარაძე 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს აფასებს. აღნიშნულ საკითხზე ეკონომისტმა გადაცემა „საქმიანი დილის“ ეთერში ისაუბრა.
„პირველ ვარიანტთან შედარებით, ბიუჯეტის მესამე ვარიანტში საგადასახადო შემოსავლები დაახლოებით 175 მლნ ლარით იზრდება, მიმდინარე ხარჯები - 135 მლნ ლარით, ხოლო კაპიტალური ხარჯები კი - 141 მლნ ლარით. მიმდინარე ხარჯების ფარდობა ახალი მეთოდოლოგიით დათვლილ მშპ-სთან 21,5%-ზეა დაგეგმილი, კაპიტალური ხარჯებისა კი - 7.1%. ასევე, ბიუჯეტის დეფიციტის მშპ-სთან ფარდობის თვალსაზრისით, მცირედი ზრდა ნავარაუდევი. 2019 წელს ეს მონაცემი 2.4%-ის შესაბამისი იყო, 2020 წელს კი 2.5% ფისკალური დეფიციტია მოსალოდნელი“, - აღნიშნავს ლაშა ქავთარაძე.
ეკონომისტის განმარტებით, ბიუჯეტის მე-3 ვარიანტში, საშინაო ვალის მონაცემი 300 მლნ ლარითაა გაზრდილი და საბოლოოდ, 1.2 მლრდ ლარს შეადგენს. მიუხედავად ამისა, ქავთარაძე მიიჩნევს, რომ ბიუჯეტის სტრუქტურის გათვალისწინებით, ბუფერების გამოყენება საჭირო არ გახდება.
ლაშა ქავთარაძე ეკონომიკური ზრდის სამიზნე მაჩვენებელს შეეხო, რომელიც ბიუჯეტში 5%-დან 4.5%-მდე შემცირდა. ეკონომისტის განმარტებით, წელს ეკონომიკური ზრდა მოსალოდნელზე მაღალი იყო და ნოემბრის თვეშიც, ეს მაჩვენებელი სავარაუდოდ 4%-5%-ის ფარგლებში იქნება. მიუხედავად ამისა, ეკონომიკური ზრდის სამიზნე მაჩვენებელი შემცირებულია, რაზეც ქავთარაძის მოსაზრებით, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა.
ეკონომიკური მიმოხილვისას ლაშა ქავთარაძე გაზრდილი ინლაციის ფაქტორსაც შეეხო.
„ლარი გაუფასურებულია არა მარტო დოლარის, არამედ სხვა ვალუტების მიმართაც. შეწონვით თუ განვიხილავთ სავაჭრო პარტნიორის კალათას და შევწონავთ ლარს, ლარი 10%-ითაა გაუფასურებული, ეს კი იწვევს ინფლაციის დამატებით ზრდას, ჩვენი შეფასებით, 2.2%-ული პუნქტით. ამას ემატება 0.8%-ული პუნქტის წილის შესაბამისი თამბაქოს აქციზის ზრდა. ამასთან, მთლიანი ინფლაციის 7%-დან 4 პროცენტული პუნქტი სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების კატეგორიაზე მოდის", - განაცხადა ლაშა ქავთარაძემ.
ცნობისთვის: 2019 წლის ნოემბერში წლიური ინფლაციის დონემ 7% შეადგინა.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი უკვე დაამტკიცა.
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა
„ფილიპ მორის საქართველო“: IQOS-ი საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის