28.დეკემბერი .2019 21:00

Galt&Taggart: 2020 წელს ელექტროენერგიის მოხმარება 1.8%-ით გაიზრდება

views 217
უკან

ელექტროენერგიის მოხმარებამ 2019 წლის 11 თვეში 11.6 ტვტ.სთ შეადგინა, რაც წლიური 1.6%-იანი ზრდაა. ზრდის ტემპი მნიშვნელოვნად შენელებულია, როგორც წინა წლებთან, ისე პროგნოზირებულ მაჩვენებელთან შედარებით.

როგორც galtandtaggart-ის მიერ გამოქვეყნებული ბაზრის მიმოხილვაშია აღნიშნული, ანალოგიურ პერიოდებში ზრდა 6.7% და 8.6% იყო, შესაბამისად, 2018 და 2017 წლებში. მოხმარების ზრდის ტემპის შენელება უკავშირდება კლიმატურ პირობებს.

"ჩვენი მოლოდინით, 2019 წელს, ელექტროენერგიის მოხმარების წლიური ზრდა 1.8%-ს შეადგენს. მომხმარებელთა ცალკეულ კატეგორიებში მოხმარების ტენდენციები საკანონმდებლო ცვლილებებიდან გამომდინარეობს. კვალიფიციური (პირდაპირი მომხმარებლები) საწარმოების მოხმარება 2019 წლის 11 თვეში  წლიურად 61.3%-ით გაიზარდა, რაც ამ ჯგუფში ახალი კომპანიების დამატებით აიხსნება. ამასთან, იგივე მიზეზით დისტრიბუციის ლიცენზიანტების მოხმარება წლიურად 11.8% შემცირდა. ამ ჯგუფიდან ყველაზე მეტად "ენერგო-პრო ჯორჯიას" მოხმარება შემცირდა (-16.3% წ/წ), რადგან მისი აბონენტების გარკვეული ნაწილი პირდაპირ მომხმარებლად დარეგისტრირდა.