მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Galt&taggart-ი ომის გამო საქართველოში ფულადი გზავნილების მკვეთრ შემცირებას არ ელის

621f7f9b195dd
სალომე ჭიპაშვილი
02.03.22 22:00
961
საქართველოს ეკონომიკა ფულად გზავნილებზე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული. 2021 წელს გზავნილების ზომა 25%-ით, 2.3 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. მთლიანობაში ეს თანხა საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის 13%-ს შეადგენდა.
ფულადი გზავნილების მთავარი წყარო კვლავ რუსეთია, საიდანაც გასულ წელს 443 მილიონი დოლარი გადმოირიცხა.

Galt&taggart-ი რუსეთ-უკრაინის ომის გამო, საქართველოში ფულადი გადმორიცხვების მკვეთრ შემცირებას არ ელოდება. ამასთან, როგორც საქმიან დილაში“ Galt&Taggart-ის კვლევების დეპარტამენტის უფროსმა ევა ბოჭორიშვილმა განაცხადა, რუსეთზე ფულადი გზავნილების დამოკიდებულება მნიშვნელოვნად შემცირდა.

მისივე თქმით, წინა კრიზისებისგან განსხვავებით, რომლებიც მრავლად იყო 2009, 2015, 2020 წლებში, რუსეთზე ფულადი გზავნილების დამოკიდებულება მნიშვნელოვნად არის შემცირებული. წინა კრიზისების დროს დამოკიდებულება 30-50 პროცენტის ფარგლებში იყო, 2021 წლის მონაცემებით, რუსეთის წილი ფულად გზავნილებთან მიმართებაში 17%-ია.

„თუმცა ჯამურად ვფიქრობთ, რომ ეს შემცირება დიდი არ იქნება. გადმორიცხვები გარკვეულწილად დაბალანსდება სხვა ქვეყნებიდან. უკიდურეს სცენარში ველოდებით, რომ ჯამურად ეს გზავნილები 54 მილიონი დოლარით შემცირდება", - განაცხადა ევა ბოჭორიშვილმა.