მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Galt&Taggart: ინფლაცია 3%-იან ნიშნულს სექტემბერში დაუახლოვდება

5e48659882715
ნუცა ბაზლიძე
16.02.20 10:45
1147
Galt&Taggart-ის პროგნოზით, 2020 წელს საშუალო წლიურმა ინფლაციამ 3.6% უნდა შეადგინოს, მიზნობრივ 3%-იან მაჩვენებელს კი სექტემბერში დაუახლოვდება. ამის შესახებ Galt&Taggart-ის კვლევების დეპარტამენტის უფროსმა ევა ბოჭორიშვილმა გადაცემა "საქმიანი დილის" ეთერში განაცხადა.

"ჩვენ, ისევე როგორც ეროვნული ბანკი, ვფიქრობთ, რომ წლის განმავლობაში ინფლაცია უნდა შემცირდეს. ეს საგრძნობი იქნება დაახლოებით აპრილიდან", - აღნიშნავს ევა ბოჭორიშვილი.

Galt&Taggart-ის კვლევების დეპარტამენტის უფროსმა ასევე აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე, ინფლაციის მაჩვენებლის შემცირებაზე მთავარი გავლენა საბაზო ეფექტს აქვს. ამასთან, ევა ბოჭორიშვილმა სამომხმარებლო კალათის ის კატეგორიებიც გამოყო, რომლებიც ინფლაციის ზრდას იწვევს.

"ზოგადად რომ შევხედოთ სამომხმარებლო კალათას და იმას, თუ რა საქონელი იწვევს ინფლაციის ზრდას, რჩება 2 ძირითადი კატეგორია: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები და ალკოჰოლური სასმელები და თამბაქო, სადაც ფასების მკვეთრი ზრდაა. კალათაში მესამედი ნაწილი უკავია სურსათს და უალკოჰოლო სასმელს და აქ ფასების მატება შედარებით მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ფასების დონეზე", - განმარტავს ევა ბოჭორიშვილი.

ცნობისთვის: საქსტატის მონაცემებით, 2020 წლის იანვარში წლიურმა ინფლაციამ 6.4%, ხოლო საბაზო ინფლაციამ, რომელიც სამომხმარებლო კალათიდან გამორიცხავს სურსათის, ენერგომატარებლების და თამბაქოს ფასებს, 3.4% შეადგინა.