მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ხარვეზები აქვს ცხოველების შესახებ კანონპროექტს?

BM.GE
29.06.23 11:45
145
პარლამენტმა სამივე მოსმენით მხარი დაუჭირა “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ დაგეგმილ ცვლილებებს, რომლის საფუძველზეც ძაღლის ღია სივრცეში - მათ შორის ბულვარში, პარკებსა და სკვერებში საბელის ან ალიკაპის გარეშე ყოლაზე პასუხისმგებლობა მკაცრდება. შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც “ქართული ოცნების“ დეპუტატებმა მოამზადეს, 76-ხმით, ერთხმად მესამე მოსმენით დაამტკიცეს. 

მიღებული ცვლილებების თანახმად, ძაღლის საბელის ან ალიკაპის გარეშე ქალაქის ბულვარში, პარკში ან სკვერში ყოლა გაფრთხილების ან 20-ლარიანი ჯარიმის ნაცვლად, გამოიწვევს დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით, ხოლო იგივე ქმედება ჩადენილი განმეორებით წლის განმავლობაში, გამოიწვევს მოქალაქის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით. 

რა შენიშვნები არსებობს ცხოველების შესახებ კანონში, რომელიც სავარაუდოდ შემოდგომაზე დამტკიცდება?

სტუმარი: ივანე ნორაკიძე - იურისტი;