მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Galt&Taggart-ის კვლევები ხელმისაწვდომია საერთაშორისო პლატფორმებზეც

5f9849b824b7e
თამთა ჯიჯავაძე
27.10.20 21:00
648
Galt & Taggart-ის კვლევების სანდოობა დასტურდება საერთაშორისო პლატფორმებზე ხელმისაწვდომობით, რომლის საშუალებითაც ინვესტორები ეცნობიან საქართველოს საინვესტიციო პოტენციალს, – ამის შესახებ ინფორმაციას თავად Galt & Taggart-ი ავრცელებს.

საერთაშორისო პლატფორმებში კომპანია გულისხმობს Bloomberg-ს, Thomson Reuters-ს, Tellimer-ს, Factset-ს, Cbonds-ს და S&P Capital IQ-ს. სწორედ აღნიშნული პლატფორმები ათავსებენ Galt & Taggart-ის კვლევებს.

ცნობისთვის, Galt & Taggart-ი წარმოადგენს საქართველოში ფასიანი ქაღალდების ბაზარზე მოქმედ საბროკერო კომპანიას. მისი საქმიანობის მნიშვნელოვანი მიმართულებაა მაკროეკონომიკური სექტორების და კორპორაციული ანალიტიკური კვლევების წარმოება.