მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კომპანია “ალმას” საზოგადოებრივ ტრანსპორტზე რეკლამის განთავსების უფლება 1 წლით გაუხანგრძლივდა

625ee39d32842
ანუკა ჯოხაძე
19.04.22 21:25
928
კომპანია “ალმას” საზოგადოებრივ ტრანსპორტზე რეკლამის განთავსების უფლება 1 წლით გაუხანგრძლივდა.
2019 წელს გამოცხადებული აუციონის თანახმად კომპანია “ალმასთან” ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის მიხედვითაც კომპანია "ალმას", მეტროსა და მუნიციპალურ ტრანსპორტზე რეკლამების განთავსების 20-წლიანი ექსკლუზიური უფლება აქვს.

გასულ კვირას საკრებულოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, კომპანია “ალმას” ხელშეკრულების ვადა 12 თვით გაუხანგრძლივდა.

ხელშეკრულების 1 წლით გახანგრძლივებას თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოში პანდემიით ხსნიან. მათი განმარტებით, ვინაიდან პანდემიის გამო დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაჩერებული იყო კომპანიამ ვადის გახანგრძლივება ითხოვა.

თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს ცნობით, კომპანიამ მიმართა სამხარაულის ბიუროს, რომელმაც დაადგინა ხელშეკრულების 29 თვემდე გახანგრძლივება, თუმცა სააგენტოს ცნობით, მოლაპარაკებების შედეგად გადაწყდა ხელშეკრულების 12 თვით გახანგრძლივება.

ცნობისთვის, კომპანია “ალმა” საზოგადოებრივ ტრასნპორტზე რეკლამის განთავსებასთან ერთად დედაქალაქში გარე რეკლამის განთავსების 15-წლიან უფლებასაც ფლობს.