“მიმდინარე წელს განსაკუთრებით დიდი ინტერესი გაჩნდა, აქტივობა გასულ წელთან შედარებით ორჯერ გაგვეზარდა და ვხედავთ, რომ მომხმარებლების რაოდენობა იზრდება”, - ამის შესახებ Galt & Taggart-ის მმართველმა დირექტორმა ოთარ შარიქაძემ “საქმიან დილაში” განცხადა.
როგორც შარიქაძემ აღნიშნა, ტენდენცია იკვეთება, რომ ახალი თაობა ინვესტირებით მეტად დაინტერესებულია.
“ინვესტორთა მახასიათებლებში ცვლაა. გლობალურად ჩვენ მსოფლიოში ვხედავთ, რომ ახალი თაობა ინვესტირებით მეტად ინტერესდება. გარდა ამისა, ჩვენი სერვისების მიმართ ხელმისაწვდომობა გაზრდილია.
წლების წინ ყველას ეგონა, რომ ინვესტირება ტრეიდერების საქმე იყო, თუმცა ჩვენ შემთხვევაში ვხედავთ, რომ ინვესტირებას ვახდენთ და ტრეიდერები არ ვართ. ეს ნიშნავს იმას, რომ უფრო გრძელვადიანი პერსპექტივა გვაქვს და ჩვენი პორტფელის მომგებიანობას უფრო გრძელვადიან ჭრილში ვუყურებთ", - განაცხადა ოთარ შარიქაძემ.
ცნობისთვის, Galt&Taggart-მა მომხმარებელს ინოვაციური ონლაინ საინვესტიციო სივრცე Client Portal-ი შესთავაზა.