მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Galt&Taggart რეფინანსირების განაკვეთის შემცირებას ვარაუდობს

5f5729f6e1faf
ლიკა გურაბანიძე
08.09.20 16:20
626

“წელს იმის საშუალება არის, რომ რეფინანსირების განაკვეთი კიდევ შემცირდეს”, - ამის შესახებ "საქმიან დილაში“ Galt&Taggart-ის კვლევების დეპარტამენტის უფროსმა ევა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

მისი განმარტებით, მიუხედავად ეროვნული ბანკის სიფრთხილისა, რეფინასირების განაკვეთის შემცირების აუცილებლობა არსებობს.

“Galt&Taggart-ის აზრით, ფასების ამ დინამიკიდან გამომდინარე, შესაძლებელია, რომ წელს დაახლოებით 0.5-0.75 პროცენტული პუნქტით შემცირდეს რეფინანსირების განაკვეთი, რაც ეკონომიკას დაეხმარება.

ასევე ვხედავთ, რომ ეროვნული ბანკი საკმაოდ ფრთხილია, თუმცა ვფიქრობთ, რომ სექტემბერში და დეკემბერში უნდა მოხდეს რეფინასირების განაკვეთის შემცირება” - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

ასევე, როგორც Galt&Taggart-ის კვლევების დეპარტამენტის უფროსი განმარტავს, ბოლო პერიოდში დაფიქისრებულ ფასების ზრდაზე გავლენას ბევრი რამ ახდენს.

“მათ შორის ლარის გაუფასურების გაძლიერებული გავლენა, ეკონომიკის ჩაკეტვა და ჩვენს სავაჭრო პარტნიორებთან მიწოდების ჯაჭვების მოშლა, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერმა ფასებზე დროებითი გავლენა იქონია.

ახლა ფასების ზრდის ტემპს რომ შევხედოთ და აგვისტო-ივლისს შევადაროთ, თვიური ინფლაცია შეცვლილი არ არის.
ის, რამაც აგვისტოში ინფლაციის საერთო დონეზე გავლენა მოახდინა, კვლავ სურსათი და უალკოჰოლო სასმელებია. 9%-ზე მეტად არის გაზრდილი ფასები, მაგრამ წინა თვეებთან შედარებით ზრდა შენელებულია. ალკოჰოლური სასმელები-თამბაქოს ჯგუფში ფასები 8.9%-ით გაიზარდა, ხოლო ტრანსპორტის ნაწილში წლიურ ჭრილში 8.9%-იანი კლება გვაქვს. რა მოლოდინები გვაქვს?ვფიქრობთ, რომ წლის დარჩენილ თვეებში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 3.5%-ის ფარგლებში იქნება.” - განაცხადა ევა ბოჭორიშვილმა.