მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Galt&Taggart: საგარეო ვაჭრობა მნიშვნელოვნად გაიზარდა

62453f5eeea7a
სალომე ჭიპაშვილი
31.03.22 20:40
803
„საქართველოს საგარეო ვაჭრობაში მნიშვნელოვანი მატება აქვს", - ამის შესახებ Galt&Taggart-ის ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ევა ბოჭორიშვილმა „საქმიან დილაში“ სტუმრობისას განაცხადა.

„მსოფლიოში ფასების ზრდამ დიდი გავლენა იქონია ორივე ნაკადზე, როგორც იმპორტზე, ასევე ექსპორტზე. თებერვლის თვეში რეალურად ექსპორტი 15%-ით არის გაზრდილი, როცა ნომინალში 60%-იანი ზრდა გვაქვს. რაც შეეხება იმპორტს, ის 26%-ით არის მომატებული, როცა ნომინალში ზრდა 54% ფიქსირდება.“- განაცხადა ევა ბოჭორიშვილმა.

მისივე თქმით, საქართველო ძირითადად ნედლეულის ექსპორტიორი ქვეყანაა, რაც თებერვლის მაჩვენებლებში ძალიან კარგად ჩანს. 

„ჩვენ ვაწარმოებთ ისეთ საქონელს როგორიცაა ფეროშენადნობები, სასუქები, სპილენძი და ა.შ. ამ კატეგორიების ექსპორტი 100-დან 200%-ით არის გაზრდილი. ასევე მნიშვნელოვანი მატება გვაქვს იმპორტშიც. წინა წელთან შედარებით იმპორტის მაჩვენებელი გაორმაგებულია", - აღნიშნა ევა ბოჭორიშვილმა.

ცნობისთვის, ექსპორტი გაიზარდა ჩინეთის, აშშ-ის, ინდოეთის, სომხეთის მიმართულებით. თუმცა თებერვალში ექსპორტი 35%-ითაა შემცირებული უკრაინის მიმართულებაზე და ასევე ზრდის ტემპის მნიშვნელოვანი შემცირება შეინიშნება რუსეთშიც.