მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Galt&Taggart: ტურიზმიდან წლიური შემოსავალი დაახლოებით $3.3 მლრდ იქნება

5dd7e68dcfdc1
ნუცა ბაზლიძე
23.11.19 10:40
1182
Galt&Taggart–ის ვარაუდით, საქართველო მიმდინარე წლის ბოლომდე ტურიზმიდან დაახლოებით $3.3 მლრდ შემოსავალს მიიღებს. ამის შესახებ ორგანიზაციის კვლევების დეპარტამენტის უფროსმა ევა ბოჭორიშვილმა გადაცემა "საქმიანი დილის" ეთერში განაცხადა.

რაც შეეხება ამ ეტაპზე არსებულ მონაცემებს, ბოჭორიშვილმა აღნიშნა, რომ ტურისტულ შემოსავლებში ოქტომბერში 5,9%-იანი მატება დაფიქსირდა, ჯამურად, 10 თვეში კი ქვეყანამ 2.8 მლრდ აშშ დოლარი მიიღო, რაც წინა წლის მონაცემს 0.9%-ით აღემატება.

მისივე განმარტებით, 2019 წლის ოქტომბერში ვიზიტორთა რაოდენობა 8.8%-ით გაიზარდა, აქედან ტურისტების რაოდენობა კი - 7,8%-ით, მაშინ როცა წინა 3 თვის მონაცემების მიხედვით, ავიასანქციების დაწესების შემდეგ, ტურისტების ზრდა საშუალოდ, 4%-ს შეადგენდა.

"ერთდღიან ვიზიტორთა რაოდენობა დაახლოებით 10%-ით გაიზარდა. მართალია, რუსეთიდან მათი რაოდენობა – 15%–ით, ირანიდან კი 35%-ით არის შემცირებული, თუმცა სხვა ქვეყნებიდან გაზრდილი მონაცემები აღნიშნულ მაჩვენებლებს მთლიანად აბალანსებს", - განმარტავს ევა ბოჭორიშვილი.

Galt&Taggart-ის კვლევების დეპარტამენტის უფროსმა სხვა მაჩვენებლებიც მიმოიხილა. ევა ბოჭორიშვილის ცნობით, ოქტომბერში ფულადი გზავნილების მოცულობა მკვეთრად გაიზარდა და ყოველთვიურად, დაახლოებით 150 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.

მისივე ცნობით, ბოლო მონაცემებით, საქართველოს სავაჭრო დეფიციტი 11%-ით შემცირდა, რაც დაახლოებით, 4.3 მლრდ აშშ დოლარს შეესაბამება.

"ექსპორტის ზრდამ და იმპორტის კლებამ, სავაჭრო დეფიციტში დაახლოებით 6%-იანი გაუმჯობესება გამოიწვია", - აღნიშნა ბოჭორიშვილმა და დასძინა, რომ ჯამურად, ექსპორტი 10 თვეში 10%-ით გაიზარდა და 3 მლრდ დოლარი შეადგინა, იმპორტი კი 3%-ით შემცირდა.