25.იანვარი .2022 21:30

Galt&Taggart წელს ტურიზმის შემოსავლების 80-85%-იან აღდგენას ელოდება

Galt&Taggart წელს ტურიზმის შემოსავლების 80-85%-იან აღდგენას ელოდება
views 1147
უკან

“ჩვენი პროგნოზით, ტურიზმიდან შემოსავლები წელს, 2019 წელთან შედარებით 80-85%-ით აღდგება“, - ამის შესახებ „საქმიან დილაში“ Galt&Taggart-ის კვლევების დეპარტამენტის უფროსმა, ევა ბოჭორიშვილმა ისაუბრა და აქვე ისიც აღნიშნა, რომ Galt&Taggart ტურიზმიდან შემოსავლების სრულად აღდგენასაც არ გამორიცხავს.

Galt&Taggart 2021 წელს ტურიზმის შემოსავლების 36- პროცენტიან აღდგენას ელოდებოდა, თუმცა შედეგმა პროგნოზებს გადააჭარბა და 2019 წელთან შედარებით 38- პროცენტიანი აღდგენა დაფიქსირდა.

„ჩვენ სამი ფაქტორი გვაქვს გამოყოფილი, რომლებიც საქართველოში ტურიზმის შემოსავლების აღდგენაზე ზემოქმედებს, ესენია: ახალგაზრდა, 50 წელს ქვემოთ, ვიზიტორები, რომლებიც 2019 წელს შემოსული ვიზიტორების 70%-ია, ისინი არ უშინდებიან პანდემიურ სიტუაციას, მეორე სახმელეთო საზღვრით შემოსული ვიზიტორები, რომლებიც 75%-ს შეადგენენ და მესამე, ბიზნეს ვიზიტორები, ესენი მთლიანი ვიზიტორების 8%-ს შეადგენენ“,- განმარტავს ბოჭორიშვილი.

2021 წლის დეკემბერში საქართველოში 160,763 საერთაშორისო ვიზიტორი იმყოფებოდა. თუმცა განსხვავებულია მდგომარეობა საზღვრის ტიპების მიხედვით.

კერძოდ, საჰაერო გზით, დეკემბერში 76,813 ვიზიტორი შემოვიდა, რაც მთლიანი ნაკადის 48%-ია. 2019 წელთან შედარებით საჰაერო გზით შემოსულთა რაოდენობა მხოლოდ 16%-ით არის შემცირებული.

სახმელეთო გზით შემოსული ვიზიტორების რაოდენობამ კი 82,850 შეადგინა, რაც 2019 წელთან შედარებით 81%-ით ნაკლებია.