მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Galt&Taggart: ირანთან და ჩინეთთან ავიამიმოსვლის შეჩერება საქართველოს თვეში $11.5 მლნ-ით დააზარალებს

5e5d2efc03bef
თათია ჩაფიჩაძე
02.03.20 20:40
1004
Galt&Taggart-ის გათვლებით ირანთან და ჩინეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლის შეჩერება საქართველოს ყოველთვიურად დაახლოებით 11.5 მილიონი დოლარით დააზარალებს.

როგორც კვლევების დეპარტამენტის უფროსმა ევა ბოჭორიშვილმა განაცხადა, ჩინეთის წილი მთლიან საგარეო შემოსავლებში 3%-ს, ირანის კი 1.8%-ს არ აღემატება.

„ჩვენ შეგვიძლია დავითვალოთ ტურიზმის დანაკარგი ირანიდან და ჩინეთიდან. ჩვენი გათვლებით ჩინეთიდან ყოველთვიურად დაგვაკლდება 2.5 მლნ დოლარი და ირანიდან 8 მლნ დოლარი, ანუ ჯამში 11.5 მლნ დოლარი.

ჯამურად ჩინეთსა და ირანზე დამოკიდებულება რომ შევაფასეთ, 2019 წლის მონაცემებზე დაყრდნობით როგორც ტურიზმი, ასევე შემოსავლები, გზავნილები და პირდაპირი უცხოური ინვესტიციები დიდი არ არის, მთლიან საგარეო შემოსავლებში ჩინეთთან 3% და ირანის შემთხვევაში 1.8%-ია.

ტურიზმის მიმართულებით ჩვენთვის პიკური პერიოდი იწყება მაისიდან, შესაბამისად ეს თვეები მარტი, აპრილი, მაისი, შეიძლება რთული იყოს, მაგრამ თუ მოგვარდა პრობლემა და მესამე კვარტალში გამოცოცხლდა, მაშინ ქვეყანას ნაკლები დანაკარგი ექნება", - განაცხადა „საქმიანი დილის“ ეთერში ბოჭორიშვილმა.