საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი კომპანიების მიერ მომდევნო 5 წლის განმავლობაში განსახორციელებელი საინვესტიციო გეგმები შეითანხმა.
კომისიის ინფორმაციით, ჯამში, კომპანიების მიერ ამ პერიოდში 265 მილიონი ლარის ინვესტიციები განხორციელდება.
კომპანიების მიხედვით, დაგეგმილი ინვესტიციები ასე ნაწილდება:
ქ. თბილისის ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი ქსელის რეაბილიტაციისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით შპს „თბილისი ენერჯი“ 2023-2027 წლებში 35 535 479 მილიონის ლარის ინვესტიციას განახორციელებს. სემეკთან შეთანხმებული საინვესტიციო გეგმის ფარგლებში, კომპანია უზრუნველყოფს განაწილების ქსელის რეაბილიტაციასა და რეკონსტრუქციას ავარიების მინიმუმამდე დაყვანისა და გაზმომარაგების გაუმჯობესების მიზნით.
რეგიონებში გაზმომარაგების გაუმჯობესებისთვის შპს „სოკარ ჯორჯია გაზი“ 2023-2027 წლებში 111,860,279 ლარის ინვესტიციას განახორციელებს, სს „საქორგგაზი“ - 113,308,497 ლარის ინვესტიციას, ხოლო შპს „თელავგაზი“, რომელიც ოპერირებს ქ. თელავსა და თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებში - 3,723,052 ლარის ინვესტიციას განახორციელებს. კომპანიების მიერ წარმოდგენილი საინვესტიციო გეგმების შესაბამისად, განხორციელდება ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი ქსელის საიმედოობასთან და ეფექტიან ოპერირებასთან დაკავშირებული პროექტები.
შპს „ვარკეთილაირი“ 2023-2027 წლებში 1,039,261 ლარის ინვესტიციას განახორციელებს. სემეკთან შეთანხმებული საინვესტიციო გეგმის მიხედვით, კომპანია უზრუნველყოფს ექსპლოატაციის ვადაგასული მრიცხველების შეცვლას, ქსელის რეაბილიტაციასა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით სხვადასხვა პროექტების განხორციელებას. შპს „ვარკეთილაირი“ ოპერირებს ქ.თბილისში, ვარკეთილი 3-ის დასახლებაში.
შპს „ენერგოკავშირის“ მიერ, რომელიც ოპერირებს ქ. თბილისში, მუხიანის დასახლებასა და გლდანის რამდენიმე მიკრორაიონში, 2023-2027 წლებში განხორციელდება 521 000 ლარის არაქსელური ინვესტიცია. მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში კომპანია განახორციელებს მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებასთან დაკავშირებულ პროექტებს.
ჯერჯერობით უცნობია რა სახით იქნება ეს ინვესტიციები კომპანიების სამომხმარებლო ტარიფებში ასახული.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი