13.ოქტომბერი .2021 19:55

გამარტივებული ანაზღაურების პროცესი თიბისისგან

გამარტივებული ანაზღაურების პროცესი თიბისისგან
views 210
უკან

“თიბისიმ” მომხმარებლის ცხოვრების გამარტივების მიზნით კიდევ ერთი სიახლე დანერგა, რომელიც საბართე ტრანზაქციის გასაჩივრების და ანაზღაურების გამარტივებულ პროცესს გულისხმობს. სიახლე მომხმარებლის კმაყოფილებაზეა ორიენტირებული და ითვალისწინებს საბარათე ტრანზაქციის გასაჩივრების ვადის 3 დღემდე შემცირებას.

თუ მომხმარებელი საბარათე ტრანზაქციას გაასაჩივრებს, მისთვის როგორც გასაჩივრების, ასევე ანაზღაურების პროცესი საგრძნობლად მარტივი იქნება.

მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ანაზღაურების პირობები, რაც ნიშნავს, რომ ახლა უფრო მეტი შემთხვევა ანაზღაურდება, ვიდრე აქამდე იყო, მათ შორის იმ მომხმარებელზეც, ვისაც უკვე შეძენილი აქვთ ბარათის უსაფრთხოების სერვისი.

3 დღის ვადაში გამარტივებული ანაზღაურების პირობა გავრცელდება ყველა ბარათზე, რომელსაც ბარათის უსაფრთხოების სერვისი აქვს. ამასთან, უსაფრთხოების სერვისს ავტომატურად მოიცავს 5 და 10 ლარიანი ნაკრებები და კონცეპტ და ვიპ სეგმენტის ყველა ბარათი.

აღნიშნული სიახლე, რომელიც ძალაში 5 ოქტომბრიდან შევიდა, მომხმარებელთა ცხოვრების გასამარტივებლად და მათი საუკეთესო გამოცდილებისთვის შეიქმნა.
(NS)

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა