მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გამარტივებული წარმოება - ყველაზე მზარდი სერვისი

5e9eab10e5964
BM.GE
21.04.20 12:00
1856
აღსრულების ეროვნული ბიურო გამარტივებული საქმისწარმოების 2020 წლის 3 თვის ანგარიშს აქვეყნებს.

2020 წლის იანვრიდან მარტის ჩათვლით, გამარტივებული საქმისწარმოების სამსახურში შემოვიდა 5 267 აპლიკაცია დავალიანების გადახდის შესახებ;

3 თვის განმავლობაში გამარტივებული საქმისწარმოების სამსახურმა დაასრულა 4 799 საქმე;

აღნიშნულ პერიოდში დასრულებული საქმეებიდან, ნებაყოფლობით გადახდის 10 დღის ვადაში, გადახდა განხორციელდა 51 საქმეზე, ხოლო დამტკიცდა მორიგება - 703 შემთხვევაში.

გამარტივებული საქმისწარმოების სერვისის მიღება უკვე შესაძლებელია ელექტრონული წესით. დოკუმენტაცია გადმოაგზავნეთ მოქალაქეთა პორტალის my.gov.ge ან ელექტრონული ფოსტის info@nbe.gov.ge  საშუალებით.

სერვისზე მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება, რადგან ხშირია გადაწყვეტილებები თანხის განწილვადების შესახებ, ასევე გამარტივებული საქმისწარმოების შედეგად იზრდება მორიგებითა და ნებაყოფლობით გადახდის ვადაში დასრულებული საქმეების რაოდენობა. აპლიკაციების შემოსვლის დინამიკა მზარდია და შესაბამისად,
სერვისზე მოთხოვნა იზრდება, რადგან ხშირია გადაწყვეტილებები თანხის განწილვადების შესახებ, ასევე გამარტივებული საქმისწარმოების შედეგად იზრდება მორიგებითა და ნებაყოფლობით გადახდის ვადაში დასრულებული საქმეები.

გამარტივებული საქმისწარმოება არის აღსრულების ეროვნული ბიუროს სერვისი, რომელიც მოქალაქეებს საშუალებას აძლევს, სასამართლოს გარეშე სწრაფად და ნაკლები დანახარჯით დაიკმაყოფილოს ფულადი მოთხოვნა. აპლიკანტს შეუძლია მიმართოს გამარტივებულ საქმისწარმოებას იმ შემთხვევაშიც, როდესაც რესპონდენტს (მოვალეს) აქვს ფულადი დავალიანება, რომლის გადახდის ვადა გასულია და რომელიც დოკუმენტურად დადასტურებულია.