მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„გამჭვირვალობა ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების მნიშვნელოვანი წინაპირობაა" – სებ-ი

5f9700058b3b3
თათია ჩაფიჩაძე
26.10.20 22:29
822
მსოფლიო ბანკის და ევროკავშირის საქართველოში ფინანსური ჩართულობის და ანგარიშვალდებულების ერთობლივი პროექტი ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის რეფორმების მხარდაჭერის ეროვნულ ფონდთან თანამშრომლობით (RSF) კონკურსს აცხადებს. ყოველწლიური კონკურსის მიზანი ანგარიშგების და გამჭვირვალობის ხარისხის ამაღლებაა.

კონკურსის საქართველოში შარშან პირველად ჩატარდა, წელს კი 2019-გან განსხვავებით მასში მონაწილეობის მიღება საჯარო დაინტერესების მქონე ყველა პირისთვის იქნება, რომელთა შორისაა A და B სალისტინგო კატეგორიების ყველა კომპანია, მათ შორის სავაჭროდ დაშვებული ფირმები, ბანკები, სადაზღვევო კომპანიები და სხვა.

საქართველოს ეროვნულ ბანკში აცხადებენ, რომ კომპანიების შესახებ სანდო ინფორმაციის არსებობა მდგრადი ეკონომიკური ზრდის მისაღწევად აუცილებელია. სებ-ის კაპიტალის ბაზრის დეპარტამენტის უფროსი სალომე სხირტლაძე განმარტავს, რომ გამჭირვალობის ზრდა ინვესტიციების მოზიდვას შეუწყობს ხელს.

„გამჭირვალობა ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების გადასახედიდან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წინაპირობაა, იმის გამო რომ სხვა სექტორებისგან განსხვავებით ინვესტორი ხვდება ემიტენტ კომპანიას და ინვესტორმა რომ შეძლოს ინფორმირებული საინვესტიციო გადაწყვეტილების მიღება, ამისთვის მნიშვნელოვანია არსებობდეს დროული და სანდრო ფინანსური და არაფინანსური ინფორამცია კომპანიების შესახებ. ამ მხრივ 2020 წელს ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიტანეთ ფასიანი ქაღალდების კანონდებლობაში, დაწესდა განახლებული მოთხოვნები, რომელიც შეეხება ემიტენტების გამჭირვალობას. ჩვენი მოთხოვნებით კიდევ უფრო დავუახლოვდით სხვა ქვეყნებს და საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებას. ეს ეხება როგორც ფინანსურს, ისე არაფინანსურ მხარეს.

მსოფლიო ბანკის კონკურსის მიზანია, რომ გარკვეული სტიმულიც გააჩინოს ბაზარზე, რომ მათ კიდევ უფრო დახვეწონ კორპორატიული ინფორმაციის საჯაროობა და ინფორმაციის ხარისხი, ეს შეეხება როგორც ფინანსურ მხარეს, ასევე წლიურ ანგარიშს, სადაც გამჟღავნებულია კომპანიის შესახებ ინფორმაცია, მათ შორის კორპორაციული მმართველობის შესახებ, ბიზნესთან დაკავშირებული რისკების და სტრატეგიის შესახებ ინფორმაცია, რაც ძალიან დადებითი სტიმულია.“ - განაცხადა სხირტლაძემ.