მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Game changer-ს რომ უწოდებენ, სწორედ ასეთი ადამიანია ბიძინა ივანიშვილი – პრემიერი

6130d0a846368
BM.GE
02.09.21 17:19
1029
„მე ერთ-ერთ გამოსვლაში ვთქვი, რომ ამ კაცმა მართლაც შეცვალა ჩვენი პოლიტიკური ცხოვრება კი არა, ზოგადად, მთელი ქვეყნის ცხოვრება. Game changer - რომ იტყვიან, სწორედ ასეთი ადამიანი არის ბიძინა ივანიშვილი – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ის რეფორმები და საქმეები, რომლებიც 1-ლი ოქტომბრიდან დაიწყო ხელისუფლებამ, უპრეცენდენტოა.

"თუნდაც, წარმატებული საგარეო პოლიტიკა...ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმება, უვიზო რეჟიმი, თავისუფალი ვაჭრობა, ნატოსთან მიმართებაში ძალიან სერიოზული, ხელშესახები პროგრესი, უამრავი, ათასობით პროგრამა, იქნება ეს „აწარმოე საქართველოში”, „შეღავათიანი აგროკრედიტი“, „დანერგე მომავალი“ და სხვა და სხვა. ჯანდაცვა, განათლება, სკოლების მშენებლობა, გზების მშენებლობა. 10 000 კილომეტრი გზის რეაბილიტაცია შევძელით ბოლო 8 წლის განმავლობაში. 170 სკოლა აშენდა, 250 სკოლა რეაბილიტირდა და უამრავი ჰოსპიტალი, ამბულატორია გარემონტდა, განახლდა, აღიჭურვა მთელი საქართველოს მასშტაბით. რა თქმა უნდა, ძალიან დიდი პროგრესი გვქონდა ყველა მიმართულებით - იქნებოდა ეს ეკონომიკა, სოფლის მეურნეობა.

ათასობით ახალი ჰექტარი გაშენდა, ვენახები იქნება ეს ხეხილის ბაღები თუ სხვა და ათასობით ბენეფიციარმა ისარგებლა იმ პროგრამებით, რომელიც ჩამოვთვალე. სამაცივრე მეურნეობები, შესანახი მეურნეობები. ყველაფერი ეს, ყველა ეს სიკეთე ჩვენ მოსახლეობამ ნახა და გამოსცადა. ახლა ჩვენ უნდა გავაფართოოთ ეს მასშტაბები. კიდევ უფრო მეტი საქმე უნდა გავაკეთოთ. მეტად ხელშესახები უნდა გავხადოთ ეს პროგრამები და ყველა ის სიკეთე, რომელიც ჩამოვთვალე. ვაპირებთ 7 მილიარდი ლარის ინვესტიციას სოფლის მეურნეობის მიმართულებით. ადგილობრივი წარმოების მიმართულებით 2 მილიარდ 500 მილიონი ლარის ინვესტიციას, რაც დამატებით 100 000 ახალ სამუშაო ადგილს გააჩენს. 1 000-ზე მეტი ახალი საწარმოს დაფინანსება მოხდება ამ უახლოესი 3-4 წლის განმავლობაში”, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

პრემიერის თქმით, ხელისუფლებას ძალიან ამბიციური გეგმები აქვს ინფრასტრუქტურის მიმართულებით, გზების მშენებლობის თუ წყალგაყვანილობის მოსაწესრიგებლად.

„ეს პრობლემები საჩხერეში წლების წინ მოგვარებულია ისევ ერთი კაცის დაფინანსებით და მისი ქველმოქმედებით, მაგრამ რა თქმა უნდა ეს პრობლემები არსებობდა და ჯერ კიდევ არსებობს სხვა მუნიციპალიტეტებში...“, - აღნიშნა პრემიერმა.