მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Game of Homes - ახალი Facebook ჯგუფი სახლში დარჩენილთათვის

5e97546e6b5ee
ანი ციხისთავი
16.04.20 00:00
780
არასამთავრობო ორგანიზაცია დემოკრატიის ლაბორატორიამ ახალი Facebook ჯგუფი - Game of Homes შექმნა, რომლის მიზანიც სახლში დარჩენილი ადამიანების გახალისებაა. ამ სიახლეზე გადაცემა #ქალებისნარატივში “დემოკრატიის ლაბორატორიის” თავმჯდომარე ქეთი ბოჯგუამ ისაუბრა.

ბოჯგუას თქმით, ჯგუფის წევრებისთვის ყოველდღიურად ახალი გამოწვევები იდება, რომელთა შესრულებაც სახლის პირობებშია შესაძლებელი.

“მაგალითად, ვეუბნებით, რომ მივდინენ თავიანთ ოჯახის წევრთან, უთხრან “მიყვარხარ” და გადაიღონ მათი რეაქცია. უამრავი გამოწვევაა ისეთი, რომელიც ორიენტირებულია თან გართობაზე, თან განვითარებაზე და, რაც მთავარია, ადამიანებს შორის კომუნიკაციაზე”,- აღნიშნავს “დემოკრატიის ლაბორატორიის” თავმჯდომარე.

ქეთი ბოჯგუას თქმითვე, ახალი Facebook ჯგუფი ქართულ ბიზნესსაც ეხმარება. ის განმარტავს, რომ გამოწვევაში გამარჯვებული პრიზს იღებს.

“პრიზების მობილიზებას ქართული მცირე ბიზნესებიდან ვახერხებთ, რომელთაც ბოლო პერიოდში, ცხადია, გაყიდვები შეუმცირდათ და ვცდილობთ, რომ რამენაირად მხარი დავუჭიროთ”,- აცხადებს ბოჯგუა.

“დემოკრატიის ლაბორატორიის” თავმჯდომარემ #ქალებისნარატივში არასამთავრობო ორგანიზაციის პანდემიის შემდგომ გეგმებზეც ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ორგანიზაცია აშშ-ს საელჩოსთან ერთად მედიაწიგნიერების პროექტზე მუშაობს.

“ვფიქრობთ, რომ ეს პროექტი განვავითაროთ, რადგან პანდემიის განმავლობაში ძალიან კარგად გამოჩნდა, რომ ყალბი ნიუსის გავრცელება შეიძლება უზარმაზარი პრობლემების მომტანი აღმოჩნდეს. გარდა ამისა, ვფიქრობთ, რომ რაც შეიძლება გავაფართოვოთ ჩვენი პარტნიორების წრე. ამასთან ერთად, ვაპირებთ გავაგრძელოთ ის პროექტები, რომლებიც პანდემიის პერიოდში დროებით შეწყდა”,- აცხადებს ქეთი ბოჯგუა.