მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გამგზავრების თარიღის შეცვლის შემთხვევაში მგზავრებს საფასურის გადახდა არ მოუწევთ - Ryanair

5f6b1f8e66314
ნათია თაქთაქიშვილი
23.09.20 14:16
950
ევროპის წამყვანი ავიკომპანია Ryanair-ის განცხადებით, მომხმარებლებს გამგზავრების თარიღის შეცვლის შემთხვევაში საფასურის გადახდა არ მოუწევთ, იმ შემთხვევაში თუ ისინი თვითმფრინავის ბილეთს მიმდინარე წლის ოქტომბერში ან ნოემბერში დაჯავშნიან.

როგორც ავიაკომპანია იუწყება, ტურისტებს ბილეთის გამოყენება 2021 წლის 21 მარტამდე შეეძლებათ. აღსანიშნავია, რომ მომხმარებელმა ცვლილება თავდაპირველად მითითებულ გამგზავრების თარიღამდე მინიმუმ 7 დღით ადრე უნდა განახორციელოს.

„კომპანიამ გადაწყვეტილება მიიღო იმასთან დაკავშირებით, რომ მომხმარებელმა შეძლოს გაფრენის თარიღის შეცვლა საფასურის გადახდის გარეშე ოქტომბერში და ნოემბერში გაკეთებულ ჯავშნებზე. ჩვენი მიზანია გავზარდოთ მომხმარებელთა ნდობა და მივცეთ მათ მეტი მოქნილობა მოგზაურობის დაგეგმვასთან დაკავშირებით. ჩვენი შეთავაზება ძალაში 2021 წლის 21 მარტამდე იქნება“, -განაცხადა Ryanair-ის მარკეტინგისა და ციფრული განყოფილების დირექტორმა, დარა ბრეიდიმ.