მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გამიკვირდა, მაგრამ პანდემიის მიუხედავად საპენსიო შენატანები იზრდება - გიორგი კაკაურიძე

60a630dc78b83
ინგა მურუსიძე
20.05.21 13:46
1399
ფინანსთა მინისტრის მოადგილე, გიორგი კაკაურიძე ირწმუნება, რომ საპენსიო ფონდში შენატანები არ შემცირებულა. ამის შესახებ მან აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე შესაბამისი კითხვის პასუხად განაცხადა.

„საპენსიო ფონდი დამოუკიდებელია, თავისი ბორდი ჰყავს, ჩვენ ვერ ვერევით მის საქმიანობაში და ანგარიშს თავად აკეთებს. ზოგადად, საპენსიო ფონდში შენატანები არ შემცირებულა, პანდემიის მიუხედავად მზარდი ტენდენციაა, რაც გამიკვირდა. ზრდის ტემპი იმხელა აღარ არის რა თქმა უნდა, თუმცა რასაც გარედან ვხედავთ, კლება არ არის“, - განაცხადა კაკაურიძემ.

ინფორმაციისთვის, 2021 წლის 5 მაისის მდგომარეობით საპენსიო აქტივების მოცულობამ 1.420 მილიარდ ლარს მიაღწია, საიდანაც დარიცხული სარგებელი 148.8 მილიონი ლარია. საპენსიო აქტივები განთავსებულია ქართულ კომერციულ ბანკებში და ერიცხება ეფექტური წლიური სარგებელი 11%. საპენსიო აქტივების 62% განთავსებულია სადეპოზიტო სერტიფიკატებში და ვადიან დეპოზიტებში, ხოლო 38% სარგებლიან მიმდინარე ანგარიშებზე.

საპენსიო აქტივები დღეისათვის ლარშია ინვესტირებული. დაგროვებითი პენსიით ისარგებლა 800-მდე ადამიანმა. საპენსიო სქემაში ჩართულთა რაოდენობა იზრდება და თვეში საშუალოდ 11 000-ზე მეტი ადამიანი უერთდება სქემას, ამ დროისათვის კი 1,145,808 სქემის მონაწილეა რეგისტრირებული.