მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ღამის ცხოვრების მოყვარულებს ინგლისში COVID-პასპორტის წარდგენა მოუწევთ

61361f99746e2
ნათია თაქთაქიშვილი
07.09.21 00:30
917
დიდი ბრიტანეთის მთავრობის განცხადებით, ღამის ცხოვრების მოყვარულებს ინგლისში სექტემბრის ბოლოდან COVID-პასპორტის წარდგენა მოუწევთ. ამის შესახებ ინფორმაციას EuroNews-ი ავრცელებს.

„ღამის კლუბების და ასევე მსგავსი დაწესებულებების სტუმრებმა სექტემბრის ბოლოდან აუცილებლად უნდა წარმოადგინონ ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი“,- განაცხადა ბრიტანეთის ვაქცინების მინისტრმა ნადიმ ზაჰავიმ.

გამოცემა წერს, რომ ახალი რეგულაცია შეეხება მხოლოდ ინგლისს, ხოლო შოტლანდიის, უელსის და ჩრდილოეთ ირლანდიის ხელისუფლებამ თავად უნდა გადაწყვიტოს შემოიღებენ თუ არა აღნიშნულ რეგულაციას.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსoნი ჯერ კიდევ ივლისში აცხადებდა, რომ მის გეგმებში შედიოდა ღამის კლუბების გახსნა რეგულაციების სრული დაცვით.

„მე არ მსურს ღამის კლუბები ინგლისში დახურული იყოს, როგორც სხვაგან. თუმცა ეს უწესრიგოდ გახსნას არ გულისხმობს, დაცული უნდა იყოს რეგულაციები“, - განაცადა ბორის ჯონსონmა ივლისში.