მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ღამის დისტრიბუციაზე გადასვლის შემთხვევაში, დღეს გაცილებით რთული ვითარება იქნებოდა - ივა ჭყონია

63237fa991e76
ალა ისპირიანი
15.09.22 23:55
6779
თბილისში მანქანის გაჩერება მუდმივი პრობლემაა, რის ერთ-ერთ მიზეზადაც არასაკმარისი საპარკინგე ადგილი სახელდება. აღნიშნული ფაქტი პრობლემას სადისტრიბუციო ავტომობილების მძღოლებს განსაკუთრებით უქმნის, რადგან მაღაზიების პროდუქციით მომარაგების დროს ავტომობილების გასაჩერებელი ადგილები ხშირ შემთხვევაში არ აქვთ.

აღნიშნული პრობლემის მოგვარების მიზნით, რამდენიმე წლის წინ მერია სადისტრიბუციო მანქანებისთვის სპეციალური გრაფიკის დაწესების ინიციატივით გამოვიდა, კერძოდ, საუბარი ღამის დისტრიბუციაზე იყო. ეს ინიციატივა მიღებული არ იქნა, მაგრამ მერიამ სხვა გზა მაინც გამონახა და თბილისში არასწორი პარკირებისთვის ჯარიმის 10-დან 50 ლარამდე გაზრდის გადაწყვეტილება ახლახან მიიღო.

დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი ივა ჭყონია ამბობს, რომ ღამის დისტრიბუციაზე გადასვლის შემთხვევაში დღეს გაცილებით რთული ვითარება იქნებოდა თუმცა ასოციაციაში ჯარიმების ზრდის წინააღმდეგებიც არიან.

„მერიასთან კომუნიკაცია დაახლოებით 3 წლის წინ გვქონდა ღამის დისტრიბუციასთან დაკავშირებით და მაია ბითაძეს მადლობა მინდა გადაუხადო, რადგან, რომ არა მისი აქტიურობა და მაშინ ღამის დისტრიბუციაზე გადავსულიყავით, დღეს გაცილებით რთული ვითარება იქნებოდა. ღამე, რომ ის დისტრიბუცია განახორციელონ, რაც დღის საათებშია მოსახლეობა ვერ დაიძინებს.

აქტიურად ვთანამშრომლობთ ევროპის ბიზნეს ასოციაციასთან. ასევე წერილობით მივმართეთ ევროკავშირის ელჩს საქართველოში, რომ პარკირების პრობლემის მოსაგვარებლად, ევროპაში საუკეთესო პრაქტიკა რაც არის გამოგვიგზავნონ და ამის შემდეგ თბილისის მერიას მივმართავთ“, - ამბობს ჭყონია.

არ არის გამორიცხული კომპანიებმა მაღაზიების მომარაგება ვერ შეძლონ - ივა ჭყონია პარკირებისთვის ჯარიმაზე