ღამის ეკონომიკა არის მკვდრადშობილი ინიციატივა, რომელზეც გაიფლანგა ფული”, - ამის შესახებ BM.GE-ისთან კლუბის - “მტკვარზე” დამფუძნებელმა ქეთა გაბუნიამ განაცხადა. როგორც გაბუნია ამბობს, ღამის ეკონომიკის პროგრამა უნდა ყოფილიყო პირველი დამხმარე სუბიექტი, რომელიც კლუბებს პანდემიის პირობებში სახელმწიფოსთან უშუამდგომლებდა.
მისივე თქმით, ამ დრომდე არანაირი კომუნიკაცია არ ყოფილა საკლუბო ბიზნესთან, რომელიც პანდემიამ ასიათასობით ლარით აზარალა. კლუბის დამფუძნებელი ამბობს, რომ ზარალი თვეში 200 000 ლარია.
“ეს არის მკვდრადშობილი ინიციატივა, რომელშიც გაიფლანგა სახელმწიფოს ფული, რაც ძალიან მტკივნეული თემაა. ასიათასობით ლარი იხარჯება, აბსოლუტურად არაფრის კეთებაში. მათ ჰქონდათ შესანიშნავი შესაძლებლობა, რომ მთელი ორწლიანი ძილის ამბავი გამოესწორებინათ. გადმოედგათ ნაბიჯები, დაერეკათ და მოვეკითხეთ; ეთქვათ, რომ თქვენს საჭიროებებს მივიტანთ და გავაგებინებთ შესაბამის უწყებებსო... მათი ფუნქცია ესეც უნდა ყოფილიყო. მათგან უკვე არაფერს ველოდები. ვფიქრობ, უფრო ეკონომიკის სამინისტროსთან უნდა გვქონდეს კომუნიკაცია”, - აცხადებს ქეთა გაბუნია.
შეგახსენებთ, "ღამის ეკონომიკის" პროექტი თბილისის მერიის ბაზაზე 2018 წელს შეიქმნა და მას სერგი გვარჯალაძე ხელმძღვანელობს. პროექტს, რომელსაც თბილისში ღამის ცხოვრების განვითარებაზე უნდა ეზრუნა, დღემდე ბევრი აკრიტიკებს.
ე.წ. ღამის ეკონომიკის პოლიტიკის შემუშაავებაში დასაქმებულია 5 ადამიანი; აქედან ერთი თავად სერგი გვარჯალაძეა, დანარჩენი 4 კი, მერიის ეკონომიკური განვითარების სამსახურის წარმომადგენლები არიან. გასული წლის მდგომარეობით, მათი შრომის ანაზღაურებაზე ჯამურად დახარჯულია 66 750 ლარი. აქედან 31 200 სერგი გვარჯალაძის ანაზღაურებაა.
ერთ-ერთი ბოლო აქტივობა, რაც ღამის ეკონომიკის პროექტის ფარგლებში განხორციელდა, ონლაინ-გამოკითხვაა "როგორ აზარალა პანდემიამ "ღამის ეკონომიკა".
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი