მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ღამის ეკონომიკა" რას აკეთებს, ვერ ვხვდები" - არტ კაფე HOME

5ec3f98a699c3
ანუკა ჯოხაძე
20.05.20 09:40
1782
“ღამის ეკონომიკა რას აკეთებს, ვერ ვხვდები”- ასე უპასუხა არტ კაფე HOME-ის დამფუძნებელმა გიორგი კეკელიძემ BM.GE-ის კითხვას თუ ვისგან სჭირდება დღეს კაფეებსა და ბარებს მხარდაჭერა, რომ იმ რეკომენდაციების დაცვა მოახერხონ, რომელთა დაკმაყოფილების შემთხვევაშიც საქმიანობის გააქტიურებას მოახერხებენ.

მისი განმარტებით, ღამის ეკონომიკის ფარგლებში ბარებს არანაირი მხარდაჭერა არ ჰქონიათ თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურისგან, შესაბამისად, მათ საქმიანობას კეკელიძე ვერ აფასებს. კეკელიძის განმარტებით, ახალი რეკომენდაციები მათს ბარს ხარჯვით ნაწილს გაუზრდის, თუმცა პროდუქცია არ გაძვირდება.

“ხარჯვითი ნაწილი აუცილებლად გაგვეზრდება, ვინაიდან სადეზინფექციო საშუალებები არის საყიდელი, მაგრამ ვეცდებით ფასები შევინარჩუნოთ, თუ არ გაგვიზრდიან სასმლის მომწოდებლები ფასებს. რთული იქნება 2 - მეტრიანი დისტანციის დაცვა მაგიდებს შორის, იმიტომ რომ შეიძლება ბევრი სივრცე არ გვქონდეს, მაგრამ აუცილებლად დავიცავთ. ერთი ადამიანი უნდა დავაყენო კარში, რომ თერმოსკრინინგი გააკეთოს, რაც დამატებით ხარჯია. იმის გამო, რომ ამდენი ხანი ვიწვალე და ველოდებოდი, შემოსავალი არ გვქონდა, ვზრდი სამუშაო გრაფიკს, საღამოს 5 საათიდან დილის 5 საათამდე ვიმუშავებთ და ვეცდებით, რომ ორი ცვლა გვქონდეს და იმ ხალხმა, ვინც ვერ მუშაობდა, მიიღოს შემოსავალი. ღამის ეკონომიკა რას შვება მაგას ვერ ვხვდები. ჯერ მათ მხარდაჭერას უნდა ვგრძნობდე და მერე სხვისას, არასდროს არ ყოფილა მათგან არანაირი მხარდაჭერა", - აცხადებს "არტ კაფე ჰოუმის" დამფუძნებელი გიორგი კეკელიძე.