15.იანვარი .2020 12:59

"ღამის ეკონომიკის" სტრატეგიის შემუშავებაზე ჩატარებული ტენდერები ორჯერ ჩაგვეშალა - მერია

views 850
უკან

"ღამის ეკონომიკის" სტრატეგიის შემუშავებაზე ჩატარებული ტენდერები ორჯერ ჩაგვეშალა, - ამის შესახებ თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსმა ანდრია ბასილაიამ განაცხადა.

მისივე განმარტებით, ამჟამად თავად მერიაში მუშაობს გუნდი იმისთვის, რომ "ღამის ეკონომიკის" განვითარების მიმართულებით საკუთარი გეგმა წარადგინოს.

„ღამის ეკონომიკის" პროექტი უკვე მოქმედებს და რაღაც პროექტებიც უკვე ხორციელდება. ჩვენ ორჯერ გვქონდა გამოცხადებული ტენდერი სტრატეგიის შემუშავებაზე. სამწუხაროდ, ორივეჯერ ჩაგვივარდა გამოცდილების ნაწილში. ახლა სტრატეგია მუშავდება შიგნით, გუნდის მიერ. გავდივართ კონსულტაციებს უცხოელ პარტნიორებთან და ძალიან მალე წარვადგენთ საზოგადოებასთან ხედვას, რაც ღამის ეკონომიკის დაკავშირებასთან დაკავშირებით გვაქვს. ღამის ეკონომიკის პროექტის ფარგლებში გაკეთდა მაგალითად, ჰაკათონი; ჩართული ვართ ხმაურის პრობლემასთან დაკავშირებით. განსაკუთრებით ძველ ქალაქში, გაკეთდა ვორქშოფები და მედიატორის როლი აქვს ღამის ეკონომიკის გუნდს იმ კაფეებთან, რომლებსაც მოსახლეობასთან პრობლემები აქვს ხმაურის გამო. ასევე გაკეთდა ქუჩის მუსიკოსების ფესტივალი, გაკეთდა ღამის ეკონომიკური ფორუმი და ა.შ.“, - განაცხადა ანდრია ბასილაიამ.