"დეკემბრის შუა რიცხვებიდან ღამის კლუბებს გახსნის ნებართვა მიეცემათ", - ამის შესახებ BM.GE-ს საინიციატივო ჯგუფ Act4Culture-ის წარმომადგენელმა დათო ლეჟავამ განუცხადა.
საქმე ის არის, რომ უკვე 21 თვეა კლუბები covid-შეზღუდვების გამო დახურულები არიან. საკლუბო ინდუსტრია გახსნასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს მთავრობასთან უკვე რამდენიმე თვეა აწარმოებს. ჩატარდა საპილოტე წვეულებებიც, სადაც ვირუსის დადებითობის მაჩვენებელი მხოლოდ 0.5% იყო.
ინდუსტრია, კულბების გახსნასთან დაკავშირებით, უწყებათშორისი საბჭოს გადაწყვეტილებას დღევანდელ სხდომაზე ელოდა, მაგრამ - ამაოდ, თუმცა როგორც დათო ლეჟავა ამბობს, გადაწყვეტილება ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის სამსახურთან არსებულმა საინიციატივო ჯგუფმა გუშინ გვიან ღამით მიიღო და კლუბების წარმომადგენლებს არ გაკვირვებიათ, რომ საბჭომ დღეს ამ საკითხზე არ იმსჯელა.
„გუშინ მთელი დღე ვიმსჯელეთ ამ საკითხზე და გადაწყდა, რომ შრომის ინსპექციის სამსახური, ჩვენთან ერთად შეამოწმებს კლუბებს, რის შემდეგაც, მათ გახსნის საშუალება მიეცემათ. თემის საბოლოოდ დამტკიცება ტექნიკური საკითხია. კლუბებს 5 ძირითადი პირობის დაკმაყოფილება მოუწევთ: იმოქმედებს კოვიდ-საშვი; შესასვლელში კოვიდ-პასის ოპერირებას გააკონტროლებს სპეციალურად გამოყოფილი ადამიანი ანუ უბრალოდ საშვით კლუბში ვერავინ მოხვდება; ასევე, ბილეთების 80% უნდა გაიყიდოს ონლაინ; ვენტილაციის სისტემა უნდა იყოს მოთხოვნების შესაბამისი და შეზღუდულია ადამიანების დაშვება, სრული ტევადობის 50%-მდე. პროტოკოლი, ფაქტობრივად, ჩვენი შედგენილია“, - განაცხადა დათო ლეჟავამ და დასძინა, რომ ღამის კლუბების მიერ მოთხოვნების შესრულებას გააკონტროლებს როგორც შრომის ინსპექცია, ისე თავად საინიციატოვო ჯგუფი.
"17 დეკემბერს, თითქმის ორ წლიანი პაუზის შემდეგ, საქართველოს მასშტაბით კლუბების კარი გაიხსნება და იმედი მაქვს, აღარასოდეს დაიხურება", - ამ შინაარსის პოსტი facebook-ის პირად გვერდზე ნაჯა ორაშვილმაც გამოაქვეყნა.
კლუბების გახსნის თარიღზე bm.ge შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსსაც დაუკავშირდა. ბექა ფერაძეც ადასტურებს, რომ ღამის კლუბების გახსნის საორიენატციო თარიღი 16-17 დეკემბერია. მისი თქმით, საკითხი, დიდი ალბათობით უწყებათშორის საბჭოს მომავალ სხდომაზე გადაწყდება.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა
ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში სასტუმროები, ფაქტობრივად, დაცარიელებულია - “აჭარა ტური”
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი