მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გამკაცრდება თუ არა მონეტარული პოლიტიკა – მთავრობის მოლოდინი

5de57c0981d49
დავით ჯალაღონია
03.12.19 09:45
1647
2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ეკონომიკურ მიმოხილვის ნაწილი ინფლაციას და მასზე მოქმედ პროცესებს აღწერს.

ფინანსთა სამინისტრო აღნიშნავს, რომ 2019 წლის ოქტომბრის ინფლაციის დონემ წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით (წლიური ინფლაციის დონე) 6.9 პროცენტი შეადგინა, რაც აღემატება მიზნობრივ, 3%–იან მაჩვენებელს, რაზეც გავლენა იქონია ერთი მხრივ, ერთჯერადმა ფაქტორებმა, როგორიცაა, იანვარში თამბაქოზე აქციზის განაკვეთის ზრდა, ასევე – საერთაშორისო ფასების ცვლილებამ.

„იანვრიდან მოყოლებული, საბაზო ინფლაცია თამბაქოს გამორიცხვით საკმაოდ დაბალ ნიშნულზე ნარჩუნდებოდა და ინავარ-ოქტომბერში საშუალოდ 1.7 პროცენტი შეადგინა. მიუხედავად ამისა, წლის მეორე ნახევრიდან შეინიშნა ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის ზეწოლა ფასებზე. შედარებით გაიზარდა ასევე საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი.

ინფლაციის საპასუხოდ, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 2 პროცენტული პუნქტით გაიზარდა. უნდა აღინიშნოს, რომ წინა თვესთან შედარებით ინფლაციის მაჩვენებელმა ოქტომბრის თვეში იკლო და 1,7 პროცენტიდან 0,8 პროცენტამდე შემცირდა. სხვა თანაბარ პირობებში, მონეტარული პოლიტიკის შემდომი გამკაცრება მოსალოდნელი აღარ არის”, - ნათქვამია ბიუჯეტის პროექტში.

ამასთან, ფინანსთა სამინისტროს ვარაუდით, 2019 წლის ბოლოს ინფლაციური პროცესების შემდგომი გაგრძელება მოსალოდნელი არ არის და წლიური ინფლაციის მაჩვენებელი ეტაპობრივად დაუბრუნდება მიზნობრივს, ერთი მხრივ, იანვარში თამბაქოს ფასების საბაზისო ეფექტი ამოწურვისა და მეორე მხრივ, წლის მეორე ნახევრიდან მიმდინარე ინფლაციის საბაზისო ეფექტის ამუწურვასთან ერთად.

შეგახსენებთ, რომ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი წელს 2 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 8.5%–ს შეადგენს.