მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გამკაცრდება თუ არა ქვეყანაში უსაფრთხოების ზომები? - პრემიერის პასუხი

5e95c4885c7db
ვიქტორია მღებრიშვილი
14.04.20 17:53
662
საქართველოს პრემიერ-მინისტრამ გიორგი გახარიამ დღეს საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებისა და 4 ქალაქის ჩაკეტვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების მიზეზები განმარტა და ზომების კიდევ უფრო მეტად გამკაცრება არ გამორიცხა.

მისი თქმით, უსაფრთხოების ზომების გამკაცრება დიდ ქალაქებში მობილობის შემცირებას ემსახურებოდა და კავშირი რაიმე კონკრეტულ თარიღთან არ ჰქონია.

„ჩვენ უნდა ველოდოთ ყველაფერს, რაც იქნება პროპორციული იმ გამოწვევების, რომლის წინაშეც დავდგებით. დღეს, ამ გადაწყვეტილების მიზანი გახლავთ არა რომელიმე კონკრეტულ თარიღთან დაკავშირებით, არამედ იქიდან გამომდინარე, რომ გვყვავს პირველი- დღეს 30 ინფიცირებული და ვხედავთ კლასტერების რაოდენობის ზრდას და გეოგრაფიულ გაშლას. ჩვენ ამ ნაბიჯით ვაღწევთ ერთადერთ მიზანს - მსხვილ ქალაქებში მობილურობის მაქსიმალურად სწრაფი შემცირება, რასაც ვაკეთებთ.

თუ ვნახავთ, რომ ეს არ იქნება საკმარისი და ამას დასჭირდება შემდგომი ნაბიჯები, რა თქმა უნდა ამ ნაბიჯებსაც მივიღებთ.

ჩვენ ხომ არ ვართ მდიდარი, განვითარებული, დასავლური, ევროპული ქვეყანა, ჩვენს თითოეულ ნაბიჯს აქვს თავისი ფასი, თითოეულ შეზღუდვას აქვს თავისი ეკონომიკური ფასი, თუმცა მეორე მხარეს არის ადამიანის ჯანმრთელობა როგორც ფასეულობა, ამიტომ ჩვენ ვცდილობთ დავიჭიროთ ეს ბალანსი და ნაბიჯ-ნაბიჯ, იქ, სადაც საჭიროა ვამკაცრებთ და ზუსტად ასეთივე სტრატეგია გვექნება, როდესაც დავიწყებთ ეკონომიკის გახსნას.

ორი ფრონტი გვაქვს: ჯანმრთელობა - ადამიანის სიცოცხლე და ეკონომიკა - სამუშაო ადგილების და ოჯახების შემოსავლები, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია ჩვენთვის“, - განაცახადა პრემიერმა.