საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ ქვეყანაში აღურიცხავი საწვავის შემოტანის აღკვეთის ფაქტებს ეხმაურება. BAG-ის განცხადებას bm.ge უცვლელად გთავაზობთ:
"სახელმწიფოსა და ბიზნესის კონსტრუქციული და ეფექტიანი თანამშრომლობის შედეგად მიღებულ რეგულაციებს და გატარებულ ღონისძიებებს ეტაპობრივად მოაქვს შედეგი. მივესალმებით, უკანასკნელ პერიოდში, შემოსავლების სამსახურის მიერ აღურიცხავი საწვავის შემოტანის აღკვეთის ფაქტებს. აღნიშნული ხელს უწყობს როგორც ნავთობპროდუქტების იმპორტისა და დისტრიბუციის სფეროში ჯანსაღი და სამართლიანი გარემოს დანერგვას, ასევე საბიუჯეტო შემოსავლების ზრდას.
უფრო მეტიც, მიუხედავად პანდემიისა, 2020 წლის პირველ 8 თვეში, დიზელის საწვავის იმპორტის ზრდამ 15,2% შეადგინა.
არსებული ვითარების ფონზე, როდესაც ზოგადად შემცირებულია ეკონომიკური აქტივობა, იმპორტის ზრდა მნიშვნელოვანწილად სწორედ ახალი რეგულაციების შემოღებისა და ფისკალური დისციპლინის გამკაცრების შედეგია.
იმედი გვაქვს, რომ ერთობლივი ძალისხმევით, უახლოეს მომავალში სრულად აღიკვეთება ქვეყანაში აღურიცხავი და უხარისხო პროდუქტის მიმოქცევა, რაც ნებისმიერი ნორმალური და კეთილსინდისიერი ხელისუფლებისა და ბიზნესის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ძირითადი ამოცანაა.
ზოგადად, მიგვაჩნია, რომ ბოლო პერიოდში სხვადასხვა მიმართულებით სახელმწიფოსა და ბიზნესის ეფექტიანი და შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლობის შედეგად განხორციელებული საკანონმდებლო თუ სხვა ცვლილებები, მათი შესაბამისი აღსრულების პირობებში, გარანტირებულად შექმნის სამართლიან და კონკურენტულ ბიზნესგარემოს და უზრუნველყოფს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორების შემდგომ განვითარებას", - ნათქვამია განცხადებაში.
NS
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
რატომ შეიკრიბა 400 ექიმი ჩაქვში? - ღონისძიების ორგანიზატორი
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა