მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გამოჩნდა პირველი ვაქცინირებული ტურისტების ნაკადები - მინისტრი

6040b7328a435
BM.GE
04.03.21 13:29
1291
ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, მარტის მეორე ნახევრიდან საქართველოს ვაქცინირებული ტურისტების პირველი ნაკადები ისრაელიდან ეწვევა.

„სასიხარულო ინფორმაციაა, რომ გამოჩნდა პირველი ვაქცინირებული ტურისტების ნაკადები. მარტის ბოლოს ისრაელის ავიაკომპანია შეასრულებს 3 ტურისტულ ჩარტერულ რეისს 19-22-26 მარტს თელავივი-ბათუმი-თელ-ავივის მიმართულებით, რაც ჩვენი პირველი შემსუბუქების შედეგია“, - განაცხადა მინისტრმა.

ამასთან, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ დღეს ნათია თურნავამ ის ავიაკომპანიები დაასახელა, რომლებმაც ფრენების სიხშირე გაზარდეს.

„1 თებერვლიდან ჩვენ გავაუქმეთ ე.წ. ნოტამი ანუ მოვხსენით ყველა შეზღუდვა საერთაშორისო, კერძო რეგულარულ ფრენებზე, დღეს გვაქვს შემდეგი სურათი, რომ თებერვლიდან საქართველოს მიმართულებით ფრენები უკვე განაახლეს უკრაინის საერთაშორისო ავიახაზებმა კვირაში 2 სიხშირით, Fly Dubai-მ კვირაში 4 სიხშირით, Air Arabia-მ კვირაში 2 სიხშირით, ხოლო მარტის შუა რიცხვებიდან დაემატება Buta Airways-ი ბაქო-თბილისი-ბაქო კვირაში 3 სიხშირით, ასევე Air Astana და Fly Aristani, რომელიც ყაზახეთის დაბალბიუჯეტური კომპანიაა.

ფრენების სიხშირე გაზარდეს მაგალითად თურქეთის ავიხაზებმა, რომელსაც კვირაში 3 სიხშირე ჰქონდა, ამ მომენტისთვის დღეში 2 რეისს ასრულებს; Pegasus-ი ახორციელებდა კვირაში 2 სიხშირით, დღეისთვის ყოველთვიურად დაფრინავს; ყატარის ავიახაზებიც გადავიდა ყოველდღიურ რეისებზე კვირაში 4 სიხშირით“, - განაცხადა თურნავამ.