გასულ კვირას BAG-ის ნავთობის, ნავთობპროდუქტებისა და გაზის კომიტეტის თავმჯდომარემ რეკორდული რაოდენობის უაქციზო გათხევადებული გაზის შემოტანის შესახებ ეჭვი გამოთქვა და საქართველოს პარლამენტსა და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს თანამშრომლობა შესთავაზა. აღნიშნულთან დაკავშირებით BM.GE ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს დაუკავშირდა, სადაც განუცხადეს, რომ გათხევადებული გაზის რეალიზატორი სხვადასხვა კომპანიების ხელმძღვანელი პირების მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობის გადასახადის თავის არიდების ფაქტზე გამოძიება 13 თებერვალს დაიწყო, თუმცა საგამოძიებო სამსახური არ აკონკრეტებს არც კომპანიებს და არც მათ ხელმძღვანელ პირებს.
BM.GE საკითხში გასარკვევად თხევადი გაზის ასოციაციის თავმჯდომარე ნიკა ხოფერიას დაუკავშირდა. მისი ინფორმაციით, ასოციაციაში თხევადი გაზის იმპორტიორი და რეალიზატორი 20-მდე კომპანია ერთიანდება.
როგორც ნიკა ხოფერია განმარტავს, თხევად გაზს აქვს ორი სასაქონლო ნიშანი, რომლითაც ხდება მისი ქვეყანაში იმპორტი.
„არის ორი კოდი 2711 (ნავთობის აირები და აირისებრი ნხაშირწყალბადი) და 2901 (ნახშირწყალბადები აციკლური), შესაბამისად, პირველი (2711) იბეგრება აქციზის გადასახადით, მეორე - არ იბეგრება. ლიტრაჟობით ერთი და იგივე წონა არ აქვს. 2711-ის შემთხვევაში, ტონაში არის 1900 ლიტრამდე, მეორეში კი - 1 700 ლიტრი, შესაბამისად, პირველ კოდზე აქციზის გადასახადი 1 ტონაზე 120 ლარია, მეორეზე კი - 0. ეს პროდუქტები ერთი და იგივე დანიშნულებით გამოიყენება, მაგრამ ყველაფერი შემოდის საბაჟოს გავლით და კანონმდებლობის სრული დაცვით. ეს არის დეფიციტური პროდუქტები, ამიტომ იმპორტიორებს ჩამოაქვთ იმ სასაქონლო ნიშნით, რომლის მოძიებასაც შეძლებენ საზღვარგარეთ. ამასთან, 1 700 ლიტრის შეძენა და შემოტანა იგივე ჯდება, რაც 1 900 ლიტრის შეძენა და შემოტანა. მთელ მსოფლიოში არის ასე, აქციზის ფასი ითვლება ლიტრობის მიხედვით, ხოლო ჩვენთან აქციზს ვიხდით ტონის მიხედვით და ეს ერთ ტონაზე 120 ლარია“, - განმარტავს ნიკა ხოფერია.
თხევადი გაზის ასოციაციის თავმჯდომარის თქმით, განცხადებები იმის შესახებ, რომ ქვეყანაში დიდი რაოდენობით არადაბეგვრადი პროდუქტი შემოდის, დემაგოგიაა.
„ჩემი აზრით, არადაბეგვრადი პროდუქტის შემოტანაზე განცხადებების გაკეთება დემაგოგიაა და გეტყვით, რატომ: მაგალითად, შემოგაქვთ 2711 კოდით და არის 1 900 ლიტრი, ვიღაცას კი, შემოაქვს 2901-კოდიანი და იქ 1 700 ლიტრია, რომელიც უფრო მოგებაშია, რა შუაშია მანდ კონკურენცია... თუ ვიტყვით, რომ მათ აქციზის გადასახადიც უნდა გადაიხადონ, ეს აქციზის გადასახადი ყოველთვის მომხმარებელზე აისახება და არა კომპანიაზე, მაგრამ სარფიანი და ხეირიანი საქმე რომელს უფრო აქვს, იმას რომელიც ბევრს შემოიტანს, თუ იმას, რომელიც ნაკლებს შემოიტანს, ორივე შემთხვევაში რომ ღირებულება ერთიდაიგივეა?“, - აცხადებს ასოციაციის ხელმძღვანელი.
მისი თქმით, იმპორტიორების მხრიდან გადასახადებზე თავის არიდება იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ ქვეყანაში აღურიცხავი ტვირთი შემოვა, ასეთი რამ არ ხდება.
„თუ კი ტვირთი არის აღრიცხული, შემოდის საბაჟოზე, დეკლარირებული ყველა პროცედურის გავლით. გზაში ხომ ვერ შეცვლი კოდს? თვითნებურად ვერ შეცვლი, როცა ქარხანა უშვებ ერთი კოდით. მიხვიდე საბაჟოზე და უთხრა: მე სხვა კოდით განმიბაჟეო, ეს არის უკვე საბუთების გაყალბება, რა კოდითაც წამოვა უცხო ქვეყნიდან, იმ კოდით უნდა მოხდეს მისი აღრიცხვა და გამორიცხულია გადასახადისგან თავის არიდება”, - აცხადებს ნიკა ხოფერია.
ცნობისთვის, საქსტატს წინასწარი მონაცემებით 2020 წლის იანვარ-თებერვალში სასაქონლო დასახელებით ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადი - 2711 (რომელზეც დაწესებულია აქციზის გადასახადი) პროდუქტის იმპორტი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 58.7%-ით გაიზარდა და 104.4 მლნ დოლარი შეადგინა (2019 წლის I-II თვე - 43.2 მლნ დოლარი), ხოლო სასაქონლო დასახელებით ნახშირწყალბადები აციკლური - 2901 პროდუქტის იმპორტი 70.2%-ით გაიზარდა და 1.036 მლნ დოლარი შეადგინა (2019 წლის ანალოგიური პერიოდი 309.8 ათასი დოლარი).
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ