მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გამოძიებამ ბილ გეიტსი თანამშრომელთან რომანის წამოწყების მცდელობაში ამხილა

60a25da9360ac
ნათია თაქთაქიშვილი
18.05.21 00:10
3163
გამოძიებამ, რომელიც კორპორაცია Microsoft-მა ერთ-ერთი თანამშრომლის განცხადების საფუძველზე 2019 წელს დაიწყო, ბილ გეიტსი თანამშრომელთან რომანის წამოწყების მცდელობაში ამხილა. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, საქმე ორი ათწლეულის წინანდელ ამბავს ეხება, რომელიც Microsoft-ის სამეთვალყურეო საბჭოს ყურამდე მხოლოდ 2019 წელს მივიდა და პროგრამული უზრუნველყოფის გიგანტმა გამოიძიება დამოუკიდებელი იურიდიული კომპანიის დახმარებით დაიწყო.

აღსანიშნავია, რომ კორპორაცია Microsoft-ს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები არ გაუსაჯაროებია.

შეგახსენებთ, ბილ გეიტსმა Microsoft-ის სამეთვალყურეო საბჭო გასული წლის მარტში დატოვა, ხოლო 2014 წელს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეობიდან გადადგა. როგორც ბილ გეიტსის პრესმდივანი აცხადებს, 20 წლის წინანდელ რომანს რომელიც, მეგობრობით დასრულდა, არანაირი კავშირი არ ჰქონდა 2020-ში ბილ გეიტსის მიღებულ გადაწყვეტილებასთან.