23.მარტი .2020 13:05

გამოჯანმრთელებულების სიას შესაძლოა, დღეს კიდევ 3 პაციენტი დაემატოს

views 131
უკან

ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, დღის ბოლომდე გამოჯანმრთელებულების სიას შესაძლოა 3 პაციენტი დაემატოს.
როგორც ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, დღის ბოლომდე დადგინდება მარნეულში დაინფიცირებულთან კონტაქტზე მყოფი პირების ჯანმრთელობის მდგომარეობაც.

„ჩვენი ექიმების შრომამ გამოიღო შედეგი, 8 პაციენტი გამოჯანმრთელდა, რომლებიც დღეს გაეწერებიან სახლში, მაგრამ ისინი რეკომენდაციების შესაბამისად იქნებიან ექიმების დაკვირვების ქვეშ.

დღის ბოლოს 3 პაციენტზე ველოდებით შედეგებს და იმედი გვაქვს, მათაც სახლში გავწერთ.

"დღეს სტაციონარშია 250 პაციენტი, მათი მდგომარეობა სტაბილურია. ასევე ჩვენ გვყავს კარანტინში 3 500-მდე პირი, მათაც არ აქვთ არანაირი სიმპტომი. რაც შეეხება მარნეულს, მარნეულში მიმდინარე მოვლენები ცნობილია, გამოვლენილია 100-ზე მეტი კონტაქტი, გასულები არიან ჯგუფები და მიმდინარეობს მათი მოკვლევა და ჯანმრთელობის მდგომარეობის დადგენა. დღის ბოლოს ველოდებით გარკვეულ შედეგებს, რომელსაც გავაცნობთ მოქალქეებს", - განაცხადა ტიკარაძემ.