მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გამოკითხული მოქალაქეების 47% covid-ზე აცრას არ აპირებს - IRI

6269872089b85
BM.GE
27.04.22 22:15
1998
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, გამოკითხული მოქალაქეების 47% covid-ის საწინააღმდეგო აცრის გაკეთებას არ აპირებს. 

კითხვაზე - „რამდენადაც ვაქცინაციის პროცესი გრძელდება, როგორი იქნება თქვენი გადაწყვეტილება“ - რესპონდენტების 43%-მა უპასუხა, რომ უკვე აცრილია.

დანარჩენი პასუხები ასეთია:

4% - „აცრას გარკვეული პერიოდის შემდეგ გავიკეთებ“;
3% - „ვაქცინაციას გავაკეთებ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამას კანონი ან ჩემი დამსაქმებელი მოითხოვს“;
2% - „მალე ავიცრები“;
2% - „არ ვიცი“.

ცნობისთვის, საზოგადოებრივი აზრის კვლევა 2022 წლის 4-24 მარტის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით ჩატარდა. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1 486 რესპონდენტს. ცდომილების ზღვარი +/- 2.5 % წარმოადგენს, გამოპასუხების მაჩვენებელი კი 64%-ია.

27 აპრილის მდგომარეობით, საქართველოში სრულად ვაქცინირებულია 1 262 827 ადამიანი, >18 ასაკის მოსახლეობის 43.9%.