მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გამოკითხულთა 45% ამბობს, რომ არ აიცრება, თებერვალში მათი რაოდენობა 39% იყო - IRI-ს კვლევა

61082402dcc55
თამთა ჯიჯავაძე
02.08.21 20:56
4671
საქართველოში IRI-ს მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 7% ამბობს, რომ კოვიდ-საწინააღმდეგო აცრას გაიკეთებს იმ შემთხვევაში, თუ მას კანონი ან დამსაქმებელი დაავალდებულებს. აღნიშნული მაჩვენებელი 21 თებერვლის კვლევის მიხედვით 6% იყო.

გარდა ამისა, ივნისის კვლევის დროს გამოკითხულთა 18% ამბობს, რომ ის აიცრება მაშინვე, როგორც კი მისთვის ხელმისაწვდომი იქნება ვაქცინა. 19% ამბობს, რომ აიცრება, თუმცა, ელოდება გარკვეული დროის გასვლას.

ამასთან, 21 ივნისის კვლევის მიხედვით, 45% ამბობს, რომ არ აიცრება. თებერვლის კვლევის მიხედვით, 39% ამბობდა, რომ არ აიცრებოდა.

ცნობისთვის, IRI-ს ბოლო კვლევა ჩატარდა 2021 წლის 15-30 ივნისის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ, საველე სამუშაოები ჩატარდა „IPM“- ისმიერ. მონაცემები შეგროვდა სტრატიფიცირებული მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი - 74 %. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით