მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გამოკითხულთა 54% ვაქცინაციის შემთხვევაში "ფაიზერით" აიცრებოდა - საქსტატი

61a78ec12294f
მარიამ ვარადაშვილი
01.12.21 21:21
568
საქსტატის გამოკვლევის შედეგების მიხედვით, რესპონდენტებს, ვისაც არ გაუკეთებია COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა და ძალიან მოსალოდნელია ან მოსალოდნელია, რომ გაიკეთონ, არჩევანის არსებობის შემთხვევაში, 53.8% "ფაიზერ"-"ბიონტექით", "სინოფარმით" — 31.9%, "სინოვაკით" — 12%, "ასტრაზენეკათი" კი — 3.1% აიცრებოდა.

იმის მიზეზად, რომ არ აქვთ სურვილი ან არ გადაუწყვეტიათ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება, რესპოდენტების 36.8% ვაქცინის გვერდით მოვლენებს ასახელებს , 35.8%-ის აზრით, ვაქცინა ძალიან ახალია, სწრაფად შეიქმნა და საკმარისად არ არის გამოცდილი, რესპოდენტების 32.1%-თვის ჯანმრთელობის არსებული პრობლემებია მიზეზი, 13.9% ასახელებს ვაქცინის კონკრეტული ბრენდების მიმართ უნდობლობას, 12.4% ფიქრობს, რომ ვაქცინა იწვევს სიკვდილს ან უნაყოფობას, 8.6% ასახელებს ზოგიერთ მედიკამენტზე ალერგიას, 7.9% — COVID-19-ის გადატანის შედეგად გამომუშავებულ იმუნიტეტს, რესპოდენტების 4.6% თვლის, რომ COVID-19-ით გამოწვეული საფრთხე გაზვიადებულია, 2.6% — ვაქცინის ტესტირება მოსახლეობაზე ხდება, ხოლო 0.1% აზრით ეწინააღმდეგება რელიგიურ შეხედულებებს. 

საქსტატის ეს კვლევა გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. ქვეყნის მასშტაბით შერჩევის ზომა 1 996 შინამეურნეობით განისაზღვრა, მათ შორის ქალაქად 963 ერთეულით, ხოლო სოფლად 1 033 ერთეულით. მონაცემების შეგროვება ხორციელდება კომპიუტერიზირებული სატელეფონო ინტერვიუს (CATI) მეთოდით. გამოკვლევის მეხუთე ტალღის კითხვარით გათვალისწინებული მონაცემები 2021 წლის ოქტომბერში შეგროვდა. კვლევის პერიოდში 1623 შინამეურნეობასთან ჩატარდა ინტერვიუ.