მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გამოკითხულთა 67%-ის ეკონომიკური მდგომარეობა პანდემიის შედეგად გაუარესდა – IRI

5f33ff5fa7ec6
თამთა ჯიჯავაძე
12.08.20 18:49
881
საქართველოში IRI-ის მიერ გამოკითხულთა 42% ამბობს, რომ კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან მათი ოჯახების ეკონომიკური მდგომარეობა ნაწილობრივ გაუარესდა, 25%-ის თქმით, მნიშვნელოვნად გაუარესდა, 29%-ის თქმით, არც გაუარესდა და არც გაუმჯობესდა, 3%-ის თქმით, კი გარკვეულწილად გაუმჯობესდა.

რაც შეეხება მთლიანად საქართველოში შექმნილ ეკონომიკურ ვითარებას, გამოკითხულთა 42% ამბობს, რომ ნაწილობრივ გაუარესდა, 40%-ის თქმით, მნიშვნელოვნად გაუარესდა, ხოლო 15%-ის შეფასებით, იგივენაირად დარჩა.

კვლევა ჩატარდა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ, 2020 წლის 4 ივნისი - 2 ივლისის პერიოდში. საველე სამუშაოები ჩატარდა „აიფიემის“ მიერ. მონაცემები შეგროვდა სტრატიფიცირებული მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს.