მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გამოკითხულთა დიდ ნაწილს ტურიზმი კვლავ საუკეთესო ეკონომიკურ შესაძლებლობად მიაჩნია - NDI

5f5f2744ad599
ინგა მურუსიძე
14.09.20 20:40
757
ტურიზმი საუკეთესო ეკონომიკურ შესაძლებლობად თბილისში მცხოვრებთა 58%-ს მიაჩნია, სხვა ქალაქებში მცხოვრებთა - 46%-ს, ხოლო სოფლის მცხოვრებთა - 15%-ს, - ამის შესახებ წერია კვლევაში, რომელიც აგვისტოში „ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა“ ჩაატარა.

განსხვავებულია სურათი მიწათმოქმედების და მეფრინველეობის შემთხვევაში - სოფელში მცხოვრებთა 75% ამბობს, რომ მიწათმოქმედება საუკეთესო ეკონომიკური შესაძლებლობაა, ხოლო თბილისში მცხოვრებთა 8% ამბობს, რომ ეს სფერო კარგი შესაძლებლობაა. თითქმის იდენტური შედეგებია მეფრინველეობასთან დაკავშირებით.

რაც შეეხება საბანკო სექტორს, სოფლად გამოკითხულთა 2%, ქალაქებში გამოკითხულთა 5% და თბილისში გამოკითხულთა 11% ამბობს, რომ აღნიშნული სექტორი კარგ ეკონომიკურ შესაძლებლობებს იძლევა.

NDI-ს კვლევის თანახმად, ქალაქებში გამოკითხულთა უმრავლესობას მსუბუქი და მძიმე მრეწველობები საუკეთესო ეკონომიკურ შესაძლებლობად მიაჩნიათ, ხოლო სოფლის მცხოვრებლები ამას ნაკლებ შესაძლებლობად მიიჩნევენ. 

კვლევის თანახმად, ქალაქში/სოფელში განვითარების შესაძლებლობების საერთო სტატისტიკა ასე გამოიყურება:

მიწათმოქმედება - 40%; ტურიზმი - 38%; მესაქონლეობა - 29%; მსუბუქი მრეწველობა - 20%, მეფრინველეობა - 16%; მძიმე მრეწველობა - 12%; ტექნოლოგიური სფერო - 9%; საბანკო სექტორი - 6%;

ცნობისთვის, კვლევის საველე სამუშაოები 6-11 აგვისტოს პერიოდში ჩატარდა, სატელეფონო ინტერვიუს სახით გამოკითხულია 2,045 მოქალაქე. კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი კი +/- 1.3%-ია.