მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გამოქვეყნდა დევნილი ოჯახების სია, რომლებსაც დევნილთა სააგენტო სოფლად სახლს შეუსყიდის

6152cb1c2dadf
BM.GE
28.09.21 11:56
4517
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო კიდევ 570 დევნილ ოჯახს სოფლად სახლს შეუსყიდის.

იძულებით გადაადგილებული ოჯახები სახლებს, მთელი საქართველოს მასშტაბით, თავადვე შეარჩევენ, რისთვისაც მათ სამთვიანი ვადა მიეცათ.

მომდევნო 4 წლის განმავლობაში, სოფლად სახლის პროექტის ფარგლებში, 5000 დევნილი ოჯახი განსახლდება.

„სოფლად სახლის“ პროექტში მონაწილეობის მოთხოვნით განაცხადის შევსება დევნილ ოჯახებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ.

დევნილი ოჯახების სია რომლებსაც სააგენტო სოფლად სახლს შეუსყიდის: https://idp.gov.ge/statement-58/