მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"გამოსწორდება ნელ-ნელა, ვაი-ვაგლახით, წვალებით" - პაპაშვილი რეგულაციების შერბილებაზე

5e5031bf608aa
ვიქტორია მღებრიშვილი
22.02.20 13:00
1385
„რა თქმა უნდა,  გამოასწორებს, მაგრამ თავიდანვე რომ არ მიეღოთ ასეთი მკაცრი რეგულაცია, სჯობდა“, - ასე უპასუხა ბიზნესმენმა და დეველოპერული კომპანია „რედიქსის“ მფლობელმა ლაშა პაპაშვილმა BM.GE-ის კითხვას, რომელიც გაზაფხულიდან ე.წ. საბანკო რეგულაციების შესაძლო შერბილებას და ამის ბაზარზე გავლენას შეეხებოდა.

ბიზნემენის პროგნოზით, შედეგად, სამშენებლო სექტორში მდგომარეობა ნელი ტემპით გამოსწორდება.

„გამოსწორდება ნელ-ნელა, ვაი-ვაგლახით, წვალებით. ბევრი კომპანია გაკოტრდა, ვინც საცალო ვაჭრობაში იყო; უძრავ ქონებაში ბევრი პრობლემა აქვთ მშენებლებს. ჩვენ არ ვართ... საცხოვრებელ სახლებს არ ვაშენებთ, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს ინდუსტრიაში როდესაც ხდება რყევები, როდესაც მსყიდველობითი უნარი დაბალია, ავტომატურად მთელ ეკონომიკაზე მოქმედებს“, - განაცხადა ლაშა პაპაშვილმა.

ათასობით მოქალაქეს სესხზე ხელმისაწვდომობა ეზრდება - ხელისუფლება გადაწყვეტილებას ცვლის