მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გამოვლინდა 1 864 კოლოფი უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ფაქტი - შემოსავლების სამსახური

609e1cb96653c
ინგა მურუსიძე
14.05.21 10:49
531
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამეგრელოს, გურიისა და ზემო სვანეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, მიმდინარე კონტროლის პროცედურების შედეგად, ჯამში 1864 კოლოფი უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ფაქტები გამოავლინეს.

როგორც bm.ge-ს შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, სამართალდამრღვევ მოქალაქეებს უაქციზო საქონელი ჩამოერთვათ.

"სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული შესაძლო დანაშაულის ნიშნების არსებობის გამო, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 271-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, საქმეთა მასალები საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა", - ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.