მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გამოვლინდა ინფიცირების 2 016 და გამოჯანმრთელების 2 024 ახალი შემთხვევა - 22 სექტემბერი

614acc6b988c1
ინგა მურუსიძე
22.09.21 10:49
340
სპეციალურ გვერდზე stopcov.ge სტატისტიკური მაჩვენებლები განახლდა. ბოლო 24 საათში ვირუსით ინფიცირების 2 016
და გამოჯანმრთელების 2 024 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

გარდა ამისა, ვირუსმა ქვეყანაში კიდევ 43 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

22 სექტემბრის სრული კოვიდ-სტატისტიკა ასეთია:

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 600 412 , ბოლო 24 საათში - 2 016
მათ შორის გამოჯანმრთელებული - 567 797 , ბოლო 24 საათში - 2 024
მათ შორის გარდაცვლილი - 8 664 , ბოლო 24 საათში - 43
ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 29 798, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 16 852, PCR ტესტით - 12 946
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 6,77%, ბოლო 14 დღის - 6,92%, ბოლო 7 დღის - 6,48%
სულ ჩატარდა - 1 686 412 აცრა, დღიურად აცრილია - 13 962
კარანტინის რეჟიმში - 39
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 5 231
კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები - 993.