მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გამოვლინდა ინფიცირების 2 470 და გამოჯანმრთელების 2 243 ახალი შემთხვევა

61497a01ad422
ინგა მურუსიძე
21.09.21 10:46
403
ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 2 470 და გამოჯანმრთელების 2 243 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდა ამისა, ვირუსმა ქვეყანაში კიდევ 46 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

მაჩვენებლები დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

21 სექტემბრის სრული სტატისტიკური მაჩვენებლები ასეთია:

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 598 396 , ბოლო 24 საათში - 2 470
მათ შორის გამოჯანმრთელებული - 565 773 , ბოლო 24 საათში - 2 243
მათ შორის გარდაცვლილი - 8 621 , ბოლო 24 საათში - 46
ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 34 250, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 22 726, PCR ტესტით - 11 524
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 7,21%, ბოლო 14 დღის - 7,06%, ბოლო 7 დღის - 6,65%
სულ ჩატარდა - 1 671 295 აცრა, დღიურად აცრილია - 15 096
კარანტინის რეჟიმში - 38
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 5 231
კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები - 996