მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გამოვლინდა ინფიცირების 811 შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 672 პაციენტი

60c99438a22e9
ინგა მურუსიძე
16.06.21 10:56
338
ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 811 და გამოჯანმრთელების 672 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაცია მთავრობის ოფიციალურ გვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. 

ბოლო 24 საათში ვირუსმა ქვეყანაში კიდევ 13 მოქალაქის სიცოცხლე იმსხვერპლა.

16 ივნისის სრული სტატისტიკური მაჩვენებლები ასეთია:

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 356179 , ბოლო 24 საათში - 811
მათ შორის გამოჯანმრთელებული - 341775 , ბოლო 24 საათში - 672
მათ შორის გარდაცვლილი - 5096 , ბოლო 24 საათში - 13
ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 34668, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 19809, PCR ტესტით - 14859
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 2,34%, ბოლო 14 დღის - 2,54%, ბოლო 7 დღის - 2,36%
სულ აცრილია - 216742, დღიურად აცრილია - 4569
კარანტინის რეჟიმში - 40
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 2935
კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები - 599.